მუსიკალური ტექნიკა, რომლის დანიშნულებასაც 30 წელზე ახალგაზრდები ვერ მიხვდებიან
ვინილის ფირფიტები კი დაბრუნდა მოდაში, მაგრამ MP3 საკრავებამდე და სტრიმინგ-სერვისებამდე მუსიკის გადაცემის სხვა უამრავი ფორმატი არსებობდა. რამდენი მათგანის ცნობას შეძლებთ?
წარსული უცხო ქვეყანასავითაა - ბრიტანელი მწერლის, ლესლი ჰარტლის ეს გამოთქმა მუსიკის სმენის უახლოეს ისტორიას ზედმიწევნით მიესადაგება.
თუ 1970-იანებში, 80-იანებში ან თუნდაც 90-იანებში გაიზარდეთ, გემახსოვრებათ, რომ იმ დროს მუსიკის მოსმენა გაცილებით მეტ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა - მაგალითად, აუდიო ჩანაწერის გვერდის შეცვლას სავარძლიდან აუდგომლად ვერაფრით შეძლებდით. იმ დროის მუსიკის ჩაწერა-მოსმენისთვის არსებულ ფიზიკურ ფორმატებს საკუთარი მრავალფეროვანი ატრიბუტიკაც მოჰყვებოდა. მუსიკალური აღჭურვილობის გაწმენდა ისეთ გიგანტურ ძალისხმევას საჭიროებდა, რომ ამ პროცესის გარშემო სახელდახელო ინდუსტრიებიც კი ფორმირდებოდა. ხოლო თუ მუსიკის მოსმენა შენობის გარეთ მოგინდებოდა, ისეთი დიდი და მძიმე აპარატურა დაგჭირდებოდა, რომ მისი ტარება სპორტულ დარბაზში სიარულის საჭიროებას მოგიხსნიდა.
ასე რომ, ვნახოთ, რამდენი არქაული მაგალითის გახსენებას შეძლებთ...
1. კასეტის მაგნიტური თავების მწმენდავი
ფოტო: BBC
1970-იანებიდან მოყოლებული მუსიკის ჩაწერის დომინანტური ფორმატი კასეტა იყო; ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ 1990-იანების დასაწყისში ის კომპაქტურმა დისკმა არ ჩაანაცვლა. ვინილის მსგავსად, კასეტაშიც მუსიკა დახურულ ყუთში მოთავსებული მოძრავი ნაწილებით გადაიცემოდა: ამ შემთხვევაში, მაგნიტურ თავებზე ფირის მოძრაობით იგზავნებოდა სიგნალი, რომელიც გამაძლიერებლის მეშვეობით მუსიკად გარდაიქმნებოდა. კასეტის დიდი ხნის გამოყენების შემდეგ მაგნიტურ თავებზე პატარა მაგნიტური ნაწილაკები გროვდებოდა, რაც ხმის ხარისხს სულ უფრო აფუჭებდა. ამისგან ხსნა სპეციალურ ხსნარს შეეძლო - რაიმე ტიპის ალკოჰოლის შემცველ სითხეს, რომელიც დაგროვილ ნაწილაკებს შლიდა. ხსნარს, როგორც წესი, თავების მწმენდავ ფირზე ასხამდნენ და კასეტის რამდენიმეწუთიანი დაკვრის მერე მაგნიტები სუფთავდებოდა.
2. რვა-სიმღერიანი კასეტის მაგნიტოფონი
ფოტო: iavscanada.com
კასეტასა და რვა-სიმღერიან საკრავს შორის კონკურენცია VHS და BetaMax ვიდეო ფორმატების ბრძოლის აუდიო ანალოგი იყო. რვა-სიმღერიანი ფირის დამკვრელი, იგივე Stereo-8, ვინილის აუდიო ხარისხის მაგნიტურ ფირზე გადმოტანის პირველი მცდელობა იყო. რვა-სიმღერიანი კარტრიჯი ჯამში 80 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერს იტევდა და სტერეო ხმაში უკრავდა. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ მაგნიტური ტექნოლოგიის უმეტესი ნაწილი თავად კარტრიჯში იყო მოთავსებული და არა - მის საკრავ მაგნიტოფონში. რვა-სიმღერიანი ფირი უფრო პოპულარული 1970-იან წლებში გახდა, როდესაც მანქანების მწარმოებელმა კომპანიებმა ახალ მოდელებში მათი საკრავი ტექნოლოგიის დამატება დაიწყეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თუკი როლს-როისის ან ბენტლის მსგავს ძვირადღირებულ ავტომანქანას შეიძენდით, მას აუცილებლად მოჰყვებოდა Stereo-8 მოწყობილობა.
ჩვეულებრივი კასეტების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პარალელურად, მოუხერხებელი Stereo-8-ის გაყიდვების მაჩვენებელი 1980-იანების დასაწყისში საგრძნობლად დაეცა. 1993 წელს კურტ კობეინმა ადვილად შესამჩნევი ირონიით განაცხადა, რომ ალბომი In Utero შეიძლებოდა, მხოლოდ Stereo-8-ის ფორმატში გამოსულიყო.
3. CD ლინზის მწმენდავი
ფოტო: BBC
როდესაც CD პირველად გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, კომპაქტური დისკის ფუტურისტული ციფრული შესაძლებლობების შესახებ ბევრი რამ დაიწერა. მედიაში იმასაც კი ირწმუნებოდნენ, რომ ლაზერს მუსიკის წაკითხვა მას მერეც შეეძლო, რაც დისკზე ჯემის ფენას გადავუსვამდით (აქვე გაგაფრთხილებთ: არა, რა თქმა უნდა, არ შეეძლო და სახლში ამის გაკეთებას ნუ ეცდებით). იმის მიუხედავად, რომ ლაზერის ლინზა თავად დისკს უშუალოდ არ ეხება, ის მტვრის ნაწილაკებით მაინც ისვრება. CD ლინზის მწმენდავისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - სპეციალური კომპაქტური დისკი, რომელზეც პატარა რბილი ჯაგრისებია დამაგრებული, უცებ ასუფთავებს გამაღიზიანებელ ანალოგურ მტვერს.
4. ორფირიანი მაგნიტოფონი
80-იანი წლების შუაში თუ სახლში არა - ერთი, არამედ ორფირიანი hi-fi მოწყობილობა გედო, ყველას თვალში, ფაქტობრივად, მელომანი იყავი. მისი საშუალებით კომერციული მუსიკის ჩაწერა, მართალია, არც თუ კანონიერად, მაგრამ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგეძლო. შენი გემოვნების მიქსთეიფის გასაკეთებლად საჭირო აღარ იყო ალბომების კოლექციებში ქექვა ან რადიო გადაცემების ჩანაწერების მოძიება - ამ მოწყობილობის დახმარებით, უბრალოდ, სხვისი ნაღვაწის ასლის გაკეთება შეგეძლო. სახლის პირობებში ჩანაწერის გაკეთებას მუსიკის ინდუსტრია ნამდვილად არ მოუკლავს, მაგრამ საყვარელი სიმღერების მოპოვებისთვის გულისგამაწვრილებელ გარჯას კი წარმატებით მოეღო ბოლო.
5. CD-ის სამოგზაურო ჩანთები
წარმოიდგინეთ, მთელი თქვენი მუსიკის დამტევი MP3 საკრავის ნაცვლად რაღაც გაცილებით დიდი და მძიმე მოწყობილობა რომ გქონდეთ, რომელიც, ამასთან, თავისით ვერც ერთ სიმღერას ვერ უკრავს. 2000-იანების შუამდე მუსიკის მგზავრობისას მოსმენა ხანგრძლივ, გონივრულ დაგეგმვასა და ბარგში მოზრდილი სივრცის გამოთავისუფლებას საჭიროებდა. CD საკრავის გამოგონებამ hi fi ხარისხის მუსიკა ისეთ მოწყობილობაში გადაიტანა, რომელიც შედარებით მომცრო ზომისა კი იყო, მაგრამ სტანდარტულ ჯიბეში მაინც ვერ თავსდებოდა.
ამასთან, კომპაქტური დისკები ერთობ მყიფენი იყვნენ და ხელიდან გავარდნისას ადვილად ტყდებოდნენ. ასე რომ, მგზავრობისას დისკების უსაფრთხოდ მოსათავსებლად სამოგზაურო ჩანთების შექმნა გახდა საჭირო. ამ ჩანთებს დისკებისთვის გამოყოფილი სათავსო ჯიბეები ჰქონდათ და მათი მტვრისგან დასაცავად საგულდაგულოდაც იკეტებოდნენ. ეს ჩანთები 90-იანების სულს ისეთივე წარმატებით განასახიერებს, როგორც პოლაროიდის კამერები ან ნინტენდოს Game Boy.
6. ვოკმენი
ფოტო: BBC
სანამ სონი 1979 წელს ვოკმენს გამოუშვებდა, მუსიკის გზაში მოსმენა კუნთების სიმძლავრის გამომცდელი ბუმბოქსებით ან ერთი ბეწო რადიოთი შეიძლებოდა, რომლის საყვარელ სიხშირეზე მომართვის დროსაც კი იშვიათად თუ გადააწყდებოდი სასურველ მელოდიას. სხვა არჩევანი არ არსებობდა. აი, ყურსასმენებგამობმულმა საკრავმა კი პირადი მუსიკის სამყაროში გადანაცვლება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით გახადა შესაძლებელი. ვოკმენი არ იყო პირველი მსგავსი კასეტის საკრავი; რამდენიმე წლით ადრე გერმანელ-ბრაზილიელმა გამომგონებელმა, ანდრეას პაველმა Stereobelt შექმნა. მიუხედავად ამისა, სწორედ ვოკმენმა მოიპოვა საკულტო მნიშვნელობის პოპულარობა - ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ კომპაქტური დისკები გამოჩნდებოდნენ.
ყოველდღიური ყოფის პირადი მუსიკალური საუნდტრეკით გაფორმების შესაძლებლობა წინ გადადგუმლი დიდი ნაბიჯი იყო. იმ დროინდელ ბევრ მუსიკალურ კლიპში შეხვდებით ვოკმენით ქუჩაში მოსიარულე პოპ-ვარსკვლავებს. ამან ეგრეთწოდებული ვოკმენის ეფექტიც კი შექმნა,რაც თავის მხრივ, სმარტფონების მასობრივი მოხმარების ხანის წინამორბედად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იაპონელი პროფესორი, შუჰეი ჰოსაკავა ირწმუნებოდა, რომ ვოკმენები ურბანულ პეიზაჟებს ასხვაფერებდნენ - ადამიანები ეთიშებოდნენ გარე სამყაროს და თავთავიანთ "სმენის პირად ზონებში" ინაცვლებდნენ.
7. მინიდისკი
ფოტო: UC Berkeley
ჯერ კიდევ მაშინ, როცა კომპაქტური დისკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების მაქსიმალურ ნიშნულებს აღწევდა, იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი, სონი უკვე მისი ჩანაცვლების გზებზე ფიქრობდა. მინიდისკი სონის მიერ შექმნილი პატარა ზომის ციფრული დისკი იყო და ჭეშმარიტად ჯიბისხელა საკრავი მოწყობილობის დანერგვის მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ეს ჟურნალ Medium-ის სტატიაში დაიწერა, "ორივე, კასეტისა და დისკის საკრავი მოწყობილობები საგრძნობლად პატარა ზომის ვეღარაფრით გახდებოდნენ, რადგან თავად მედიუმი იყო შემზღუდავი ფაქტორი".
მინიდისკების რეალური ტექნლოგიური გარღვევა ის იყო, რომ, თუ სიმღერები მოგწყინდებოდათ, თავისუფლად შეგეძლოთ, მათზე ახალი მუსიკა გადაგეწერათ. მინიდისკების მომდევნო მოდელებს კი MP3 ანუ ციფრული ფორმატის სიმღერის დაკვრაც კი შეეძლოთ...
8. ფანქარი
ფანქარი არა მხოლოდ უძველესი საწერი საშუალებაა, რომელსაც წინა თაობები აზრების ჩასანიშნად იყენებდნენ, არამედ - მუსიკის ფასდაუდებელი, გადამრჩენელი მოწყობილობაც. კასეტები პირველ მოსახერხებელად პორტაბელურ მუსიკალურ ფორმატს კი წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ ერთი დიდი ნაკლი ჰქონდათ. მათი ფიზიკური თავისებურებისა და იქედან გამომდინარე, რომ დაბინძურებული მაგნიტოფონები კასეტის ფირს არათანაბარი სისწრაფით ატრიალებდა, ხშირად ფირი პლასტმასის სათავსოდან გარეთ აღწევდა და საკრავში იხლართებოდა. გამოსავალი შემდეგნაირი იყო: ფანქარი თავსდებოდა კასეტის ორიდან ერთ ხვრელში და ტრიალდებოდა მანამ, სანამ გამოთავისუფლებული ფირი უკანვე არ დაეხვეოდა. ამის მერე მაგნიტური ფირის დაზიანებით გაფუჭებული ხმის სმენა მხოლოდ იმ მომენტში გიხდებოდა, როცა ჩანაწერი საბედისწერო მომენტს აღწევდა.
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
-
Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
-
25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს 25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები