რომის პაპი ფრანცისკე ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პირისპირ ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისინი 300-მდე სტუმარს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიებაზე დამსწრეებს შორის არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპკორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები.

სტუმრები პრეზიდენტის სასახლეში ელოდებიან რომის პაპის გამოსვლას. 30 სექტემბერი, 2016.

ფოტო: Onm.ge/გვანცა ნემსაძე

სტუმრები პრეზიდენტის სასახლეში ელოდებიან რომის პაპის გამოსვლას. 30 სექტემბერი, 2016.

ფოტო: Onm.ge/გვანცა ნემსაძე

რომის პაპი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ის თბილისიდან ბაქოში 2 ოქტომბერს გაემგზავრება. დღეს და ხვალ პაპის მონაწილეობით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.