TI საქართველო: ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების დამტკიცების პროცესი არ ჩაშლილა
ფოტო: On.ge
რუსთავი 2-მა 29 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროსასამართლომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები არ დაამტკიცა. თუმცა, როგორც On.ge-ს TI-ის პროგრამების მენეჯერმა, გია გვილავამ აუხსნა, ამ ეტაპზე ევროსასამართლოს არცერთ კანდიდატზე უარი არ უთქვამს, ანუ პროცესი არ ჩაშლილა და კანდიდატები არ დაუბლოკავთ.
გვილავას განმარტებით, მომხდარი შესაძლოა იყოს გარკვეული მითითება ევროსასამართლოს მიერ, რომ კომისია აღნიშნული კანდიდატებით, ან მათი შერჩევის პროცესში გამოკვეთილი ხარვეზებითაა უკმაყოფილო:
"სასამართლომ უბრალოდ გადადო, არ განიხილა ის კანდიდატები, რომლებიც წარუდგინა ჩვენმა სახელმწიფომ. ნამდვილად არ არის სასიამოვნო შემთხვევა. ცალსახად ეს არ არის ჩაშლა, მაგრამ მესიჯია ხელისუფლების მიმართ, რადგან მსგავსი ტიპის გადადება და შეფერხებები არ ხდება ხოლმე. ბოლოს, მგონი, აზერბაიჯანთან მიმართებით იყო და იქაც გარკვეული ქვეტექსტი არსებობდა. ჩვენ ერთადერთ რეალურ ვარიანტად მიგვაჩნია ის, რომ შესაძლოა, თავად კანდიდატებში იყოს პრობლება. თუმცა, ამ ეტაპზე რადგან პროცესი გადაიდო, არ შეწყდა და კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცით კომისიისგან, ვერ ვიტყვით, რომ კანდიდატები ჩავარდნილია".
გვილავას თქმით, კონკრეტულად როდისთვის გადაიდო აღნიშნული პროცესი, ჯერ უცნობია, თუმცა ეს ინფორმაცია იანვარში გასაჯაროვდება.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ახალი კანდიდატების წარდგენას, მან აგვიხსნა:
"თუ შემდეგ დაიბლოკებიან ეს კანდიდატები, მაგალითად, ყველა თუ დაიბლოკა, ხელისუფლებას თავიდან მოუწევს კანდიდატების გაგზავნა. თუ რამდენიმე დაიბლოკა, ჩანაცვლება მოუწევთ. შესაბამისად, ხელისუფლება წარადგენს ახალ კანდიდატებს".
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. როგორ TI ამბობს:
- ევა გოცირიძე 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის 2015 წელს გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას უჭერდა მხარს. ამასთან, ის ამბობდა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლეებზე გაკეთებული განცხადებები ზიანს აყენებდა ქვეყნის დემოკრატიულობასა და სასამართლოს. გოცირიძე ასევე აცხადებდა, რომ მართლმსაჯულების დასაცავად შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სასამართლოშიც და მედიაშიც თავისუფლება ვულგარულად ესმით.
- ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა. 2011-2012 წლებში სანდრო ბარამიძე იურიდიულ მომსახურებას უწევდა, პოლიტიკურ კოალიცია ქართულ ოცნებას. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის შესარჩევ სამთავრობო კომისიას იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა.
- იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი 8 წელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში იურისტის პოზიციაზე მუშაობს.
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
კომენტარები