სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმის - ფართოდ დახუჭული თვალების გამოსვლიდან 20 წელი გავიდა, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ფილმში კეით ბლანშეტიც მონაწილეობს. აქამდე უცნობი ფაქტი რეჟისორის ასისტენტმა ლეონ ვიტალიმ გაასაჯაროვა.

ვიტალის თქმით, ქეით ბლანშეტი ნიღბებიანი წვეულების სცენაში ტომ კრუზთან მოლაპარაკე მისტერიულ ქალს ახმოვანებს, რომელსაც აბიგაილ გუდი თამაშობს. მსახიობის ბრიტანული აქცენტის გამო მისი პერსონაჟის გადახმოვანება გახდა საჭირო. კუბრიკი თბილ და მგრძნობიარე ხმას ეძებდა, თუმცა ფილმის პოსტ-პროდაქშენის პერიოდში გარდაიცვალა. ქეით ბლანშეტის ხმის გამოყენება კი ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის იდეა იყო.