რუსული ტელეკომპანია დოჟდი თბილისში მიმდინარე მოვლენების მხარდასაჭერად და პუტინის დაწესებული "ტურისტული ემბარგოს" ფონზე ეთერში ქართველი მუსიკოსების შემოქმედებას გადასცემს.

"მთელი დღის განმავლობაში დოჟდის ეთერით ქართველი მუსიკოსების შემოქმედება გადაიცემა. გვიყურეთ და გვისმინეთ", — წერია ტელეარხის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის მიერ რუსული ავიახაზებისთვის საქართველოს მიმართულებითა და ქართული ავიახაზებისთვის რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ მოქალაქეები გაერთიანდნენ. ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი, რომლის მიზანი გაზარადოს და უცხოელებს გააცნოს საქართველოს ტურისტული პოტენციალი. ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანები კი მოუწოდებენ ტურისტებს საქართველოს ეწვიონ.