ძალადობის პროპაგანდაა და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს — ომბუდსმენი ვასაძის განცხადებებზე
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის ლევან ვასაძის "ნამდვილი კაცების" აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომელიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ომბუდსმენის თქმით, ეს მოწოდებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგსაც, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უკანონო ქმედებები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. მისივე თქმით, ლევან ვასაძის მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ სახალხო დამცველი, როგორც უფლებამოსილი ორგანო მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:
- ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა;
- გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფა.
ვასაძის მუქარა ელჩს, პოლიციასა და ლგბტ პირებს
16 ივნისს ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა თითქმის ყველას: სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩს (არ დაუკონკრეტებია რომელს), უცხოელ სტუმრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბიზნესმენი ღია ტრიბუნიდან, სამართალდამცავების გარემოცვაში მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს.
გარდა ამისა, სახალხო ლეგიონს ვასაძის თქმით, "ქამრით უნდა შეეკრა ხელები" და "ყური აეწია" ლგბტ პირებისთვის.
ვასაძე გამოსვლისას ამტკიცებდა იმასაც, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის სავარაუდო მკვლელობაზე აქვს ინფორმაცია, რომელიც სურთ, მათ დააბრალონ. ის ამბობდა, რომ პრაიდისთვის ერთი პირის "მსხვერპლად შეწირვა" სურთ.
ამ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დღეს დაიწყო.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები