ახალციხეში, სოფელ ანდაში კაცმა ორი მეზობელი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული პირი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თანასოფლელებს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.