შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

20 May. 2026, 12:47

ბრიტანეთის მთავრობა საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები. საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს. მე მგონი, აქამდეც ნათქვამი მაქვს, მაგრამ თუ არა, ახლა შეიძლება პირველად გაიგონ, რომ სწორედ ბრიტანეთის ელჩი, პირადად, დადიოდა სხვადასხვა კაბინეტებში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს — ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.

ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რომ "კი მაგრამ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, რომ სანქცია უნდა დააწესოს, დაუწესოს რუსეთს, ვინაიდან სხვანაირად როგორ უნდა შეზღუდოს თავისუფალი ვაჭრობაო", საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთო, რომ მათ არ შემოიტანონ. აი, ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესზე ზეწოლით, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, გულისხმობდა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა ბოლოს, ან სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა, რომ არ შემოეტანათ [ნავთობი].

მეორე, როდესაც მას ეუბნებოდნენ: "კი მაგრამ, თუკი არ შემოვა ეს ნავთობპროდუქტები, მაშინ გამოდის, რომ სხვა ბაზრიდან უნდა მოიძიოს ბიზნესმენმა ნავთობპროდუქტები, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასს, ბენზინის ფასის გაძვირება გააძვირებს პურის ფასს, პურის ფასის გაძვირება გააძვირებს სხვა რამეს და, საბოლოო ჯამში, გაძვირდება ცხოვრება". ამაზე მისი პასუხი იყო, რომ "რა სისტემაა, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონო". ეს არის პირდაპირი ციტატა ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვებისა.

და აი, დღეს ვიგებთ ამას, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა რუსეთზე სანქციები და რასაც ეძახდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოსო — აი, ტანკებისთვის უნდა ფული მისცეს [რუსეთს], მათითვე ლოგიკით თუ ვისაუბრებთ.

რა არის მორალი ამ ისტორიის? ამ ისტორიის მორალი არის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება; მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აიძულოს რაღაცა გადაწყვეტილებები. რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს — კორექტულად რომ ვთქვათ, ნაკლებად აღელვებს ბრიტანეთის ელჩს.

და მეორე მორალი: ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის აი, მოქმედი ელჩისთვის, ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი იტყოდნენ, რომ მაშინ ჩვენ ემბარგოს დავადებთ, დავასანქცირებთ ქართულ ღვინოს და არ შევიტანთო, ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ახლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს ამ ნიუსს წავიკითხავდით, ამ დანგრეული ეკონომიკის ხალხი, რომ ბრიტანეთმა უცებ ადგა და მოუხსნა სანქციები რუსეთს. აი, ასეთი ამორალური არის, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  3. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
  4. აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  5. გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს საპატრიარქოში…