ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს — TDI წილხვდომილობის ლექციებზე
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. ორგანიზაციის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობას, მასწავლებლებს მონაწილეობა უხდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში.
მათი თქმით, მსგავსი ტიპის ლექციებში პედაგოგების, მით უმეტეს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მასწავლებლების ჩართვა ყოვლად მიუღებელია. მათივე თქმით, პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პედაგოგებს დაგეგმილი ღონისძიების მიზნისა და შინაარსის შესახებ წინასწარ არ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია.
გარდა ამისა, TDI აცხადებს, რომ ირღვევა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები. კერძოდ:
- სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზნად აცხადებს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას (მუხლი 3);
- დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. (მუხლი 13);
- დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18).
TDI-ში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს საპატრიარქოსგან დისტანცირებას. მათი თქმით, ღვთისმშობლის წილხვდომილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ამ მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი და დახარჯული თანხა სწორედ მოცემულ სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს.
TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი და რელიგიური ნეიტრალობა. ასევე, მოუწოდებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, არ დაუშვას საჯარო სკოლებში კონსტიტუციითა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებული რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევა და განმარტოს, აღნიშნულ ლექციებში მასწავლებლების ჩართვის საფუძვლები. ასევე, წარმოადგინოს პასუხისმგებელი უწყებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.
8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლების ასეულობით მასწავლებელს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ თეოლოგიური ლექციები ჩაუტარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მასწავლებლებმა დაწერეს.
პედაგოგები განმარტავენ, რომ მათ სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ნაწილს უთხრეს, რომ ისინი მინისტრთან შეხვედრაზე მიდიოდნენ. ნაწილს კი სამინისტროს სახელით წინასწარ დაგეგმილ ლექციაზე მოთხოვეს წასვლა.
წილხვდომილობის დღე
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადების გამო საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესია ჩაატარა. შესაბამისად, ცვლილება კანონში დაჩქარებული წესით შევიდა. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის გამო 12 მაისი ისედაც უქმე დღე.
წილხვდომილობის კანონის დონეზე დამტკიცების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან, 12 მაისთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა მოიწონა და სარეზერვო ფონდიდან ათასობით ლარიც გამოუყო.
ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა. ზოგიერთი ღონისძიება ერთჯერადია და უკვე ჩატარდა. ზოგიერთი კი დღეების, კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.
გაიგეთ მეტი:
- პედაგოგების ნაწილის თქმით, წილხვდომილობის ლექციებზე სამინისტრომ იძულებით წაიყვანა
- "ღირს არს ჭეშმარიტად" და სხვა ღონისძიებები — რაში დაიხარჯა წილხვდომილობისთვის გამოყოფილი თანხა
- ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობასთან დაკავშირებით სტალინის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა
- წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები