როგორ ვიკამათოთ უკეთ მეცნიერების დახმარებით
ყველა ადამიანს არ გამოსდის კამათი, თუმცა არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ
მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულების შეცვლა თითქმის შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, ვისაც ოდესმე უკამათია თავდაჯერებულ ნათესავთან, თუ მეგობართან, მარიხუანას ლეგალიზებაზე, ან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაზე.
ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ჩვენი ტვინი გამუდმებით ცდილობს თავისი მსოფლმხედველობა გაიმყაროს — ჩვენ გვწყურია ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს ჩვენსავე შეხედულებებს, ხშირად კი უარვყოფთ მათ საწინააღმდეგო ფაქტებს.
თუმცა, არ ყოფილა შეუძლებელი დავარწმუნოთ მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი არგუმენტის სისწორეში, ამისთვის კი მეცნიერები ორ ტექნიკას გვთავაზობენ.
1. იპოვე მისთვის საინტერესო არგუმენტი
თუ არგუმენტი, რომელიც შენთვის ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, სხვისთვის კი არაფრის მომცემია, შეეცადე იპოვო ისეთი რამ, რას მისთვისაც ეფექტიანი იქნება.
როდესაც ვერთვებით პოლიტიკურ დებატებში, ვფიქრობთ, რომ ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან საფუძვლიანია, სხვისთვისაც სარწმუნო იქნება, თუმცა ვცდებით.
მაგალითად, რა ხდება მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებული დებატების დროს საქართველოში: მემარჯვენე ლიბერალები იშველიებენ სხვა ქვეყნების სტატისტიკას და აცხადებენ, რომ "ლეგალიზაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას საგრძნობლად წაადგება". მათ სჯერათ, რომ ეს არგუმენტი სხვა ადამიანებისთვისაც ისეთივე დამაჯერებელია, როგორც მათთვის.
რაც შეეხებათ სოციალისტებს, ისინი სულ სხვა ფორმულირებას აძლევენ საკითხს და ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობა.
ულტრანაციონალისტები კი, ამასობაში, გენეტიკური ფონდის გადარჩენაზე კამათობენ და ახალი თაობის "განარკომანების" წინააღმდეგ გამოდიან.
სტენფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროფესორ რობ ვილერისა და თანაავტორის, მეთიუ ფეინბერგის 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ უფრო მეტად სავარაუდოა მოწინააღმდეგე მხარის დათანხმება გარკვეულ საკითხებზე, როცა მისი ღირებულებები გათვალისწინებულია. ანუ, თუ ლიბერალები თავიანთ პოლიტიკას, ვთქვათ, ულტრანაციონალისტების ღირებულებების ირგვლივ ჩამოაყალიბებენ (და პირიქით), ურთიერთგაგების მეტი შანსია.
მაგალითად, თუ მემარჯვენე ლიბერალს უნდა, რომ დაარწმუნოს ულტრანაციონალისტი მარიხუანის ლეგალიზიის აუცილებლობაში, ის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის არგუმენტებით არ უნდა შემოიფარგლოს. მან უნდა თქვას, რომ "მარიხუანის ლეგალიზების შემდეგ მისი რეალიზება შავი ბაზრიდან დღის სინათლეზე გადმოინაცვლებს, რის შედეგადაც შევძლებთ გავამკაცროთ კონტროლი არასრულწლოვნების მიერ კანაფის მოხმარებაზე". ყოველ შემთხვევაში, ესაა კვლევის მთავარი იდეა.
როგორ გადმოვიბიროთ მეორე მხარე? — გამოიყენეთ მათი მორალი მათსავე წინააღმდეგ
ვილერის ნამუშევარი ემყარება მორალური საფუძვლების თეორიას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანებს აქვთ სტაბილური, მყარი მორალური პრინციპები, რომლებიც გავლენას ახდენს მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
პოლიტიკოსები, ნებით თუ უნებლიეთ, იყენებენ მორალურ საფუძვლებს, რათა ემოციური ზეგავლენა მოახდინონ თანამოაზრეებზე. კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ ფრაზები, როგორიცაა თუნდაც — "ქართული მიწა ქართველ ხალხს", მათი მხარდამჭერების გულებს ააძგერებს.
თუმცა, მორალური საფუძვლების თეორია გვეუბნება, რომ ეს მესიჯები ერთნაირად არ ესმით განსხვავებული მორალური პრინციპების მქონე ადამიანებს. მეტიც, ზოგჯერ საერთოდაც არ ესმით.
"ფაქტიურად, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ფრანგულად მოსაუბრე ადამიანი რაღაც პოზიციაში და ამას გერმანულად ვაკეთებთ", — ამბობს ვილერი.
2. აგრძნობინე, რომ უსმენ
მკვლევრების მიერ წარმოდგენილი მეორე მეთოდის მიხედვით, წარმატებული კამათისთვის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს უნდა მოუსმინე. მას სჭირდება იგრძნობს, რომ მისი ხმა ესმით.
პირველი ტექნიკის შემდეგ, ასე თუ ისე გასაგები გახდა, თუ რა სტრატეგია უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკურ თემებზე კამათისას.
საკითხავია, როგორ ვესაუბროთ ისეთ ადამიანს, რომელსაც მიკერძოებული, სუბიექტური დამოკიდებულება აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ? უბრალოდ რასისტის ან ჰომოფობის დაძახება საპასუხო რეაქციას გამოიწვევს და ოპონენტისთვის აზრის შეცვლაში ნამდვილად არ დაგვეხმარება.
2016 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა ცხადყო, რომ წინასწარგანწყობის შეცვლა შესაძლებელია. კვლევის ფარგლებში მათ აჩვენეს, თუ როგორ შეცვალეს ადამიანების დამოკიდებულება ანტი-ტრანსგენდერულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით 10-წუთიანი დიალოგების განმავლობაში.
კვლევაში მონაწილე აგიტატორებმა ერთი ძალიან მარტივი რამ გააკეთეს — მათ მოუსმინეს რესპონდენტებს.
გარდამტეხი ფაქტორი აქ ისაა, რომ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე შენ.
გამოცდილი ამერიკელი პოლიტიკური ორგანიზატორი, დეივ ფლიშერი Vox-თან 2016 წლის ინტერვიუში ამბობდა, რომ ამომრჩეველს ფაქტებზე საუბრით არ უნდა გამოვუჭედოთ ყურები, ამის ნაცვლად "ჩვენ უნდა დავსვათ ღია კითხვები და შემდეგ მოვუსმინოთ. შემდეგ კვლავ გავაგრძელოთ ღია კითხვების დასმა იმის საფუძველზე, რაც მანამდე გვითხრეს".
ამ ტექნიკის იდეა მარტივი და გენიალურია:
საბოლოო ჯამში, მთავარი ამოცანა წინა პლანზე ჰუმანური საკითხების გადმოტანაა, რაც შემდეგ მიკერძოებული დამოკიდებულების შეცვლას გაგვიმარტივებს.
აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ეს ტექნიკა ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც შედარებით ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ საკითხის მიმართ. ადამიანებს, რომლებსაც ურყევად სჯერათ თავიანთი სუბიექტური შეხედულებების, ჩვენი მოსმენითა და ყურადღების დათმობით მხოლოდ ტრიბუნას მივცემთ პოზიციის გამოსახატად.
ასე რომ, თუ გინდათ თქვენი ნათესავ-მეგობრები თქვენკენ გადმოიბიროთ, სცადეთ ეს ხერხები — ელაპარაკეთ მათსავე ენაზე და მოუსმინეთ მათ არგუმენტებს, დააფიქრეთ თავიანთ გამოცდილებაზე და ხაზი გაუსვით თქვენ საერთო ღირებულებებს და ჰუმანურობას.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები