როგორ ვწეროთ ფიცჯერალდივით
კვლევების თანახმად, მკრთალი განათება და დაბალსიხშირიანი ხმაური შემოქმედებითად აზროვნებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
სკოტ ფიცჯერალდი თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში წერდა თავის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს, ნაზია ღამე. ნაწარმოები ლამის შეუზღუდავი პოტენციალის მქონე კაცის ფიზიკურ, ფინანსურ და მორალურ დაღმასვლას აღწერს. რომანზე მუშაობის პერიოდში ფიცჯერალდი და მისი მეუღლე, ზელდა, ხან საფრანგეთში, ხან შვეიცარიასა და ხანაც ამერიკაში ცხოვრობდნენ. უკანასკნელი 18 თვე კი ლა პეში, ბალტიმორის ჩრდილოეთით მდებარე ძველი, სოფლური ყაიდის სახლში გაატარეს. სანამ ზელდა მახლობელ კლინიკაში შიზოფრენიას მკურნალობდა, სკოტმა უძრავი ქონება თერნბულების ოჯახისგან იქირავა. ენდრიუ თერნბული, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, ფიცჯერალდის მის სახლში დარჩენის პერიოდს თავის ბიოგრაფიულ წიგნში, სკოტ ფიცჯერალდი, იხსენებს.
ლა პეში ცხოვრებისას მწერალი ჩაბნელებულ, არეულ ოთახებში მუშაობდა და გვერდზე ერთი ბოთლი ჯინი ედგა ხოლმე. ხშირად სეირნობდა და უკან დაბრუნებისას დაგროვილ იდეებს საწერ მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებზე იწერდა. შიგადაშიგ თერნბულის შინ დამზადებული ღვინის დაგემოვნებაც უყვარდა.
"გაბრუებული და ფერმიხდილი, არეულ სახლში გამოკეტილი ფიცჯერალდი ხალათსა და პიჟამაში გამოწყობილი დახეტიალობდა ოთახიდან ოთახში და წიგნის სიუჟეტის განვითარების შესაძლო გზებზე ფიქრობდა", - იხსენებს თერნბული თავის წიგნში, - "კაბინეტში დაბრუნებულს, ნაფიქრალი თავისი მომრგვალებული, კოხტა კალიგრაფიით გადაჰქონდა ყვითელ, სტანდარტული ზომის ფურცლებზე. ერთხელ მუშაობა შევაწყვეტინე და სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში მისი თვალებიდან წამოსული სინათლე, მგრძნობიარედ მოკუმული ტუჩები, მისი ლიქიორით გაჟღენთილი აურა".
ზელდა და სკოტ ფიცჯერალდები.
ფოტო: Alamy
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფიცჯერალდმა დროულად ვერ დაასრულა ნაზია ღამე, ისაა, რომ ზელდას მდგომარეობა უარესდებოდა. მაგრამ ალბათ გგონიათ, რომ დიდად არც ალკოჰოლის უდარდელად სმა და დღის ქაოტური განრიგი შეუწყობდა ხელს მის შემოქმედებით პროცესს.
თუმცა, ერთი კვლევა აჩვენებს, რომ იმგვარი არეული, ბნელი, ხმაურიანი, ალკოჰოლით სავსე გარემო, როგორიც ფიცჯერალდმა ლა პეში შეიქმნა, შემოქმედებითად აზროვნების წამახალისებელი შეიძლება იყოს.
სამეცნიერო გამოცემა Journal of Environmental Psychology-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სიბნელე ან მკრთალი განათება თავისუფლად ფიქრს უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, მეტი იდეის დაბადების წინაპირობაა. უფრო ზუსტად, სუსტი განათება გონებას ოთახში არსებულ ნივთებზე ყურადღების გადატანისგან იცავს და ამ გზით შინაგან რეფლექსიასა და საქმეზე კონცენტრაციას აადვილებს.
მომდევნო კითხვა ისაა, საწერ მაგიდაზე ქაოსი სჯობს სუფევდეს თუ მოწესრიგებულობა მართალია, თუ შეზღუდული დრო გაქვთ, დალაგებული მაგიდა ყურადღების კონცენტრირებაში ალბათ მეტად დაგეხმარებათ, თუმცა ერთი მცირე ზომის კვლევამ ისიც აჩვენა, რომ არეულ მაგიდაზე მუშაობა ადამიანებს მეტად ორიგინალური იდეების დაბადებას უადვილებს.
მინესოტის უნივერსიტეტის კარლსონის სკოლის მენეჯმენტის პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი, კეტლინ ვოსი წერს: "შემოქმედებითად აზროვნება ტრადიციის, წესრიგისა და დამკვიდრებული ნორმებისგან თავის დაღწევას მოითხოვს; უწესრიგო გარემო კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ მდგომარეობის მიღწევაში ეხმარება ადამიანებს".
შეგროვებული მონაცემები აგრეთვე ამართლებს იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც ზოგადად საწერ მაგიდებზე ამბობენ უარს და კაფეში მუშაობას ამჯობინებენ. დაბალსიხშირიანი, 50-დან 70-მდე დეციბელის დიაპაზონის ხმაური, რომელიც სწორედ კაფეებში გვხვდება ხოლმე, ოდნავ აღწევს ტვინში მიმდინარე მენტალურ პროცესში, რასაც, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ასოციაციური კავშირების პოვნისას აბსტრაქტული აზროვნების გაუმჯობესება შეუძლია. ამასთან, მაღალსიხშირიანი, დაახლოებით 80 დეციბელიანი ხმაური - როგორიც, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხ მანქანას შეიძლება ჰქონდეს - იმდენად ხელის შემშლელია, რომ, შეიძლება, უბრალო ფიქრიც კი საძნელო გახადოს.
რამდენიმე ისეთი გავლენიანი თანამედროვე შემოქმედის მსგავსად, როგორებიც დონა ტარტი, კვენტინ ტარანტინო, ჯორჯ მარტინი და ნილ გეიმანი არიან, ფიცჯერალდიც ხელით წერას ამჯობინებდა. ის საბეჭდ მანქანას მხოლოდ საბოლოო ვერსიის შესაქმნელად იყენებდა. მართალია, ახლა ცოტა ადამიანიღა წერს ხელით, მაგრამ ეს მეთოდი, შეიძლება, იდეების მოფიქრებას, სწავლასა და დამახსოვრებასაც ამარტივებდეს.
ფოტო: Depositphotos
სხვა კვლევები აჩვენებს, რომ გასეირნება ან მაღალჭერიან ოთახში მუშაობაც ხელს უწყობს არაორდინალურ და აბსტრაქტულ აზროვნებას.
კიდე ერთი რჩევა: ოდნავ შეთვერით. ზომიერი ინტოქსიკაცია - როცა სისხლში ალკოჰოლის დონე 0.075-ს არ სცდება - აუმჯობესებს პრობლემათა გადაჭრის უნარს და, ცნობიერებისა და კოგნიციის ექსპერიმენტის მონაწილეთა თქმით, უეცარი შთაგონების გაჩენასაც უწყობს ხელს. იმავე კვლევაში უეცარი შთაგონების ფენომენმა ფხიზელ ცდისპირებში მნიშვნელოვნად ნაკლებად იჩინა თავი. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საქმის შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დათრობა ყოველთვის კარგი იდეაა. 1934 წლის დეკემბერში რედაქტორის, მაქსველ პერკინსისადმი მიწერილ წერილში ფიცჯერალდი ალკოჰოლის მიღებისას ზომიერების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს: "მოთხრობა კი შეიძლება დაიწეროს ბოთლთან ერთად, მაგრამ რომანის დასაწერად გონებრივი სისხარტის შენარჩუნებაა საჭირო, რათა მოვლენათა განვითარების მთელი სისრულით დანახვა შეძლო".
ფიცჯერალდმა ნაზია ღამე ლა პეში ყოფნისას, 1933 წლის შემოდგომაზე, 37 წელს მიტანებულ ასაკში დაასრულა. რომანის წერის პერიოდში მისი მეუღლე ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფაზაში იმყოფებოდა, მამამისი გარდაიცვალა, თვითონ კი ტუბერკულოზმა ისე დააავადა, რომ კვირების განმავლობაში საწოლზე აჯაჭვავდა და მუშაობის უნარს ართმევდა. ამ დროისთვის მას უკვე გამოცდილი ჰქონდა თავბრუდამხვევი, მაგრამ სწრაფმავალი პოპულარობა, რომელსაც მან 23 წლის ასაკში დაწერილი წიგნით, სამოთხის ამ მხარეს, მოიპოვა. ახალი რომანი კი ფიცჯერალდს საზოგადოებისადმი და საკუთარი თავისადმი დაკარგული რწმენის აღდგენის იმედს უსახავდა.
ფოტო: Bruccoli Collection
პროფესიულ მარცხთან დაკავშირებული განცდები ფიცჯერალდმა ტრაგიკული გმირის, დიკ დაივერის პერსონაჟის შესაქმნელად გამოიყენა; მშობლებისადმი იმედგაცრუება - დიკისა და ნიკოლის ვერშემდგარი ურთიერთობის აღსაწერად; ლუის მორანთან თავისი სასიყვარულო რომანი - დიკისა და როუზმერი ჰოიტის აკრძალული სიყვარულის დასახატად; მეუღლის ავადმყოფობის აუტანელი რეალობა და მის და ედუარდ ჟოზეს შორის გაჩაღებული რომანის მოგონება კი ნიკოლის დაავადებისა და მისი ტომი ბარბანთან ურთიერთობის ამბად აქცია.
1938 წლის 9 ნოემბერს ფიცჯერალდმა ენდრიუ თერნბულის დას, რედკლიფის კოლეჯის მეორეკურსელ ფრენსისს, წერილი გაუგზავნა. გოგოს მწერლისთვის მხატვრული ლიტერატურის შექმნის საკუთარი პირველი მცდელობები გაეზიარებინა და საპასუხოდ ეს სიტყვები მიიღო:
"შენი გული უნდა გაიტანო გასაყიდად, შენი უძლიერესი ემოციები და არა - სადილზე მოსაყოლი, უმნიშვნელო ამბები, შენს სულს ძლივს რომ ეხება".
ასე წარმოედგინა ფიცჯერალდს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი. შესაძლოა, ყველა ეს ხრიკი - განათება, ხმაურის დონე, ალკოჰოლი - დაგეხმაროს კიდეც, მაგრამ გარემო ვერაფრით შეძლებს გული შენ მაგივრად გადაუშალოს მკითხველს. როგორც ფიცჯერალდი თავისი წერილის ბოლოს ამბობს: "წერა იმ პროფესიათაგანია, რომელსაც გარჯა სჭირდება. შენ ხომ არასდროს დაინტერესდები ჯარისკაცით, რომელიც მხოლოდ ოდნავაა მამაცი?!".
-
ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა ლევან მახაშვილი: ტრამპის წერილის შემდეგ შეიძლება ოპოზიციას ძილი გაუქრა და დაეკარგა
გადახედვა
-
ფსსს-მა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია ამოიღო ფსსს-მა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია ამოიღო
გადახედვა
-
გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს? ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს?
-
ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ? ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
-
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
-
ახალგაზრდა მსახიობების სასკოლო განრიგის გამო, Harry Potter-ის სერიალის გადაღებები გართულდა ახალგაზრდა მსახიობების სასკოლო განრიგის გამო, Harry Potter-ის სერიალის გადაღებები გართულდა
გადახედვა
-
საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს
გადახედვა
-
სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე 50%-იან ტარიფებს აწესებს — ოტავა USMCA-ის დარღვევაზე საუბრობს დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე 50%-იან ტარიფებს აწესებს — ოტავა USMCA-ის დარღვევაზე საუბრობს
გადახედვა
-
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
-
როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
-
შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
"არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა "არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება
-
ელენე ხოშტარია: ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ელენე ხოშტარია: ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ
გადახედვა
კომენტარები