სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აქტივისტი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანაზე
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იურისტებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებული აქტივისტი და მასწავლებელი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანაზე სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება ნინო დათაშვილის მძიმე ხერხემლის დიაგნოზის და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს, რის შემდეგაც აქტივისტს 2019 წელს ემოციური ლაბილობა აღენიშნებოდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ არანაირი მოცემულობა არ არსებობდა დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანისა და ამ პროცესების შესახებ ბრალდებულს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
"პროკურატურამ მიმართა ბრძოლის ახალ მეთოდს აქტივისტების წინააღმდეგ და კონკრეტულად ნინო დათაშვილის შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოინდომა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, სასამართლომ არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებული იქნას იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
პროკურატურის შეუმამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, სადაც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი. მას აქვს მალთაშუა დაზიანება, თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ნინოს აღენიშნებოდა 2019 წელს აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი. ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რომელიც პროკურატურისთვის ცნობილი იყო," — განაცხადა იურისტმა.
ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურამ ამ გადაწყვეტილებით ნინო დათაშვილს უკანონო პატიმრობა 20 დღით გაუხანგრძლივა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ეს ქმედება მიზნად აქტივისტის დისკრედიტაციას ისახავს
"პროკურატურამ უკანონოდ მოითხოვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რაც იმას ნიშნავს ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივა უკანონოდ ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნინოდ დისკრედიტაციას და სტიგმატიზაციას, მათი მიზანია ნინო დათაშვილი ჩამოაშორონ აქტივიზმს," — განაცხადა იურისტმა.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა. აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
კომენტარები