უკანასკნელი ქალები, რომლებიც პანკისში ზიკრის რიტუალს აღასრულებენ
ფოტო: ფოტო: OC Media
პანკისის ხეობაში სუფიზმის წმინდა რიტუალი ჯერჯერობით კვლავ არსებობს. მას ხანშიშესული ქალბატონები უძღვებიან, თუმცა ეს ხმები შესაძლოა მალე დადუმდეს, რადგან მათ გამგრძელებელი აღარავინ დარჩათ.
ზიკრი — ღმერთის სახსენებელი, მშვიდობისადმი მიძღვნილი სიმღერით გამოხატული, სუფიზმის პრაქტიკის ნაწილია, რომელიც თანაბრად ხიბლავს მონაწილეებსაც და მაყურებლებსაც. რიტუალი მუსლიმურ სამყაროშია გავრცელებული, მაგრამ საქართველოში, პანკისის ხეობაში, ის გამოხატავს ტრადიციას, რომელიც მოსახლეობის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება.
66 წლის რაისა მარგოშვილი, რომელიც დღეს დუისის სოფელში ზიკრის ჯგუფის წინამძღოლია, იხსენებს: "პირველი ზიკრის წინა ღამეს ბედნიერებისა და მოლოდინის განცდამ არ დამაძინა".
რაისა, ახალგაზრდა და მორცხვი ქალი, რომელიც თავისი ქმრის სოფელში ცხოვრობდა, მიუხედავად მუსიკალური მიდრეკილებისა, კმაყოფილი იყო მხოლოდ ვინილებისა და CD დისკების მოსმენითა და სახლში სიმღერით, თუმცა შინაგანად სურდა, რომ ზიკრის შემსრულებელ ქალებს შეერთებოდა. ერთ ღამეს, მასთან მეზობელი მივიდა და უთხრა დილისთვის მომზადებულიყო. როდესაც რაისამ ყოყმანით შეაღო მეჩეთის კარი, მან დაინახა ქალებით სავსე ოთახი მათ წინამძღოლთან, აატსანეი მარგოშვილთან ერთად. ის მკაცრი ქალი იყო. რაისას მასთან მისვლა და დაჯდომა უბრძანა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აატსანეიმ რაისა თავისი საქმის გამგრძელებლად დაასახელა, მან ასევე გაამჟღავნა, რომ შეხვედრისთანავე იგრძნო რაღაც რაისასადმი, რომელიც სხვა სოფლიდან მოსული უცნობი ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რაისა სთხოვდა მას, არ გადაეცა მისთვის ამხელა პასუხისმგებლობა, უკვე 30 წელზე მეტი ხანია იგი სიამაყით უძღვება ზიკრის რიტუალს ყოველ პარასკევ შუადღეს, გამონაკლისის გარეშე. თუმცა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რაისას არავინ ჰყავს, ვინც ტრადიციას გააგრძელებს, ამიტომ სუფისტური რიტუალები შესაძლოა პანკისში დასრულდეს.
რაისა მარგოშვილი
სუფიზმს, ისლამის მისტიკურ პრაქტიკას, კავკასიაში სხვადასხვაგვარი გამოვლინება აქვს, იმის გათვალისწინებით ვინ ქადაგებდა მას. ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მასწავლებელი იყო კუნტა-ჰაჯი კიშიევი, ჩეჩენი რელიგიური განმანათლებელი და ქადირიას (სუნიტური ორდერი, რომელიც დაარსდა ერაყში) მიმდევარი. იმ დროში, როდესაც ცოტა ადამიანმა იცოდა ყურანის ფსალმუნები და რელიგიური პრაქტიკები, იგი ასწავლიდა ისლამსა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფილოსოფიას ჩრდილო კავკასიაში რუსეთის შემოჭრის პირობებში. კუნტა-ჰაჯიმ დააარსა სუფისტური ზიკრი, რომლის მთავარი არსი ღმერთის გახსენების რიტუალია. იგი ეფუძნება ალაჰის სახელების განმეორებით წარმოთქმას, იქნება ეს ჩუმად, მარტოდ მედიტაციისას თუ საერთო რიტუალის დროს.
მექა ხანგოშვილის, ფილოლოგიის დოქტორისა და პანკისის მაცხოვრებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ზიკრი ითარგმნება როგორც "გახსენება", პანკისში მას ხშირად ზიარატს ანუ ნუგეშის სტუმრობას უწოდებენ, რადგან აქ რიტუალი ტრადიციულად გარდაცვლილთათვის სრულდებოდა. ზოგადად, ეს მშვიდობისა და ბედნიერებისთვის ვედრებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რეფრენი ყოველთვის ისლამის პირველი სვეტია: "არ არსებობს ღმერთი, გარდა ალაჰისა და მუჰამედი ალაჰის მაცნეა".
დუისში ზიკრის კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელიც მეჩეთიდან ორიოდე ქუჩის დაშორებით ტარდება, ეფუძნება ისა-ეფენდის, აზერბაიჯანელი სუფის სწავლებას. იგი პანკისში მოგზაურობების შემდეგ დასახლდა და მიიღო შეიხის, ანუ გავლენიანი უფროსის წოდება.
"სამლოცველო სახლი", სადაც ისა-ეფენდი 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ასწავლიდა, ბაღაკაშვილების მიწაზე მდებარეობს. მათ მასწავლებელს საუკუნეზე მეტი ხნის წინ უმასპინძლეს.
ფოტო: ფოტო: OC Media
ზიკრი აქაც ყოველკვირეულად იმართებოდა — ხუთშაბათობით კაცების მიერ, პარასკევობით კი ქალების მიერ. ორივე ჯგუფი — "ჰუჯის" მეჩეთი და "შეიხის" სამლოცველო სახლი — ზიკრს ზიარათად მოიაზრებს, მაგრამ თითოეული სხვადასხვაგვარად ატარებს რიტუალს — ქადირიას თანახმად, საგალობელი წრეზე მოძრაობისას წარმოითქმება, ხოლო ნაკშბანდია მიხედვით (შეიხ ისა-ეფენდის მიმდევრებისთვის) ისინი ჯდომისას წარმოითქმება. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურად ეს ორი მიმდინარეობა მკვეთრად განსხვავებულია, პანკისში მათ შორის სხვაობა ძალიან მცირე და ძირითადად რიტუალური ხასიათისაა.
როდესაც კუნტ-ჰაჯის ჯგუფიდან მოხუცი ქალბატონები მეჩეთში მიდიან, ისინი საუბრობენ თავიანთ სახლებზე, წნევაზე, სოფელში გაბნეულ ამბებზე, მაგრამ როგორც კი რაისა გალობას იწყებს, ყოფითი ცხოვრება უკანა პლანზე იწევს და მისტიკური წრე იქმნება. ხანდახან ტურისტების თანდასწრებითაც კი, მცხუნვარე სიცხის მიუხედავად, ქალები ტრანსცენდენტურ სივრცეს უერთდებიან, რასაც ისინი ფიზიკური სამყაროს მიღმა გაჰყავს.
85 წლის მაყვალა გაურგაშვილი, რომელიც ერთი წუთის წინ დაღლილი იჯდა სკამზე, ახლა სხვა ქალებთან ერთად იმ წრეს შეუერთდა, რომელსაც რაისას გალობა და სხვათა რიტმული სიმღერა მართავს. დღევანდელ რიტუალს მხოლოდ ექვსი ქალი შემოუერთდა, რადგან სხვებმა მოსვლა ვერ მოახერხეს, ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ისინი, ვინც დღეს აქ არიან ფეხების ბაკუნის, ტაშის კვრისა და წრეზე სირბილის თანხლებით გადაეშვებიან ღმერთისადმი მიმართულ ოცწუთიან ვედრებაში, რომლითაც მშვიდობას შესთხოვენ მას.
"მოუთმენლად ველი ყოველ პარასკევს" — ამბობს მაყვალა. "სანამ ფეხზე ვდგავარ, აქ მუდამ ვივლი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სუსტად ვგრძნობ თავს, რა წამს ამ ეზოში შემოვდგამ ფეხს, თითქოს ფრთები მესხმება".
მეორე ჯგუფში, რომელსაც სენიბატ ხანგოშვილი უძღვება, გალობის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ეხუტებიან. მურიდები — ან სუფიზმის მიმდევრები — ზიკრის რიტუალს დაკრძალვებზეც ასრულებენ. ვინაიდან დღეს მორიგი დაკრძალვაა, ორივე ჯგუფი ეწვია სახლს.
პანკისელი სუფისტები ნაზმსაც ასრულებენ. ეს არის წმინდა სიმღერები, რომლებიც მნიშვნელობისა და მიზნის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს ზიკრის ნაწილი ან ცალკე სრულდებდეს.
თუმცა, პანკისური ისლამის მეორე შტოში, სალაფიზმში, ამ პრაქტიკებისადმი უარყოფითი განწყობაა. სუნიტური ისლამის ეს მოძრაობა მუსლიმების პირველ სამ თაობას, სალაფებს, ისლამში სიწმინდის მაგალითად აღიარებს და მკაცრად ეყრდნობა ყურანს, შემდგომ პრაქტიკებს კი თავდაპირველი რწმენიდან გადახრად მიიჩნევს.
ხანდახან პანკისთან მიმართებით ვაჰაბიზმს ახსენებენ, თუმცა ძირითადად ეს იარლიყი გარედან არის მიკრული. ვაჰაბიზმი, მოძრაობა სალაფიზმში, მკაცრად ანტი-სუფისტურია. ეს არის კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც ისლამის სიწმინდის სადარაჯოზეა. თავად ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება საუდის არაბეთში ისლამის ულტრა-კონსერვატიული ინტერპრეტაციის აღსაწერად, თუმცა ბევრი არაბი და სალაფიზმის წარმომადგენელი უარყოფს ამ ტერმინოლოგიას.
მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ამ მოძრაობებში ზიკრის მიმდინარეობისას სუფისტი მასწავლებლების სახელების ხსენება და ალაჰისთვის მათი სულების შეწყალების თხოვნა შესაძლოა გაგებულ იქნეს, როგორც მათი ღმერთთან გათანაბრება. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ მუსლიმებისთვის — სუფისტებისთვის თუ სხვებისთვის — არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა.
სალაფის მოძრაობამ პანკისში ფეხი ადრეულ 2000-იან წლებში მოიკიდა. ამჟამად, ისინი იკრიბებიან ახალ მეჩეთში, მთავარ გზაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ესწრება ლოცვას.
"ვინაიდან ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ მეტი ინფორმაცია და წვდომა არაბულ ენებზე, წაიკითხეს ყურანი, იმოგზაურეს სირიასა და ირანში და იქვე მიიღეს განათლება, ისინი იზიარებენ სალაფის შეხედულებებს და ნაკლებად აინტერესებთ ძველი რიტუალები" — ამბობს სვეტა ბორჩაშვილი, პანკისის ქალთა საკონსულოს თავმჯდომარე და მასწავლებელი, რომელიც დიდ დროს ატარებს პანკისელ ახალგაზრდებთან.
მას სჯერა, რომ ახალგაზრები სხვაგვარად აღიქვამენ თავიანთ იდენტობას და ორმოც-ორმოცდაათ წელს გადაცილებული ხალხია ის, ვინც წარსული რიტუალებისადმი კვლავ გამოხატავს ინტერესს.
მიუხედავად ამისა, ახალი თაობა, რომელიც არ სწავლობს ზიკრის რიტუალს, სწორედ ამ რიტუალის ირგვლივ იზრდებოდა და ზოგიერთი ბავშვობაში მონაწილეობდა კიდეც.
33 წლის ხათუნა მარგოშვილი, ისა-ეფენდის სახლის ახლანდელი მეთვალყურე ერთ-ერთია იმ გოგონათაგან, რომლებიც ბავშვობაში, როგორც კუნტ-ჰაჯის მიმდევრები, იმდენად მრავალრიცხოვან ზიკრის რიტუალს ატარებდნენ, რომ დახურულ შენობაში ვერ ეტეოდნენ. მაგრამ ბავშვობის მერე მას ეს აღარ ჩაუტარებია.
"მე ჩვენი რელიგიის ორივე გზას პატივს ვცემ, მაგრამ ამავდროულად ვერ ვხედავ იმის აზრს, რომ ვიყო ერთადერთი ახალგაზრდა, ვინც რიტუალს შეუერთდება. სულ ცოტა სამნი მაინც უნდა ვიყოთ, აზრი რომ მიეცეს" — ამბობს ის.
ხათუნას უყვარს ზიკრი, თუმცა სურს, საბოლოოდ ისა-ეფენდის საცხოვრებელი პატარა მუზეუმად გადააკეთოს. მან გადაიღო ზიკრი და ნაზმი და უნდა, რომ სტუმრებს ეს სუფისტური რიტუალები პატარა ეკრანზე უჩვენოს.
მსგავსად, ფატიმა მარგოშვილი, 21 წლის სტუდენტი და ტურისტული გიდი, ამბობს, რომ გაცვლითი პროგრამით საუდის არაბეთში წასვლის შემდეგ მან უკეთ გაიგო თავისი ადგილობრივი კულტურის მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ არ გადაუწყვიტავს გააგრძელოს თუ არა ტრადიცია, იგი დიდ პატივს სცემს ზიკრის რიტუალს. ასევე, მისი თქმით, იმისათვის, რომ ახალგაზრდა გაჰყვეს რელიგიური წინამძღოლობის გზას, ის უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, მიიღოს რელიგიური განათლება იმ ქვეყნებში, სადაც სუფიზმი არ არის დომინანტი. თუმცა ეს იყო საშუალება, გასცნობოდა სხვა მუსლიმურ კულტურას, რაზე დაყრდნობითაც მეტად დააფასა თავისი:
ძალიან ძვირფასი იყო იმის დანახვა, რამდენად მრავალფეროვანია ისლამი და მე არ აღვიქვამ ჩემ თავს რომელიმე სწავლების რადიკალურ მიმდევრად. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი თავადვე აღმოაჩენს თავის გზას. მე ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ასრულებენ ზიკრის რიტუალს ამას ჩვენი ტრადიციების გამო აკეთებენ და მე გავიაზრე, რომ ჩვენ ვიარსებებთ, როგორც ეთნოსი მანამ, სანამ მათ შენახვას შევძლებთ
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ოთხ ენაზე ვრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე? რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება
-
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
გადახედვა
-
ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას" ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას"
გადახედვა
-
მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
გადახედვა
-
ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე
გადახედვა
-
21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება 21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში
გადახედვა
-
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს 2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების ახალ პირობებზე: "ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ" ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების ახალ პირობებზე: "ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ"
გადახედვა
-
ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი
გადახედვა
-
რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა
გადახედვა
-
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
-
სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
-
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
-
მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა
გადახედვა
-
"ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები