Figma-მ გუშინ აქციებით ვაჭრობა დაიწყო — დღეს ფასი გასამმაგებულია
ფოტო: Figma
Figma-მ (FIG) საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა გუშინ, 31 ივლისს დაიწყო და წარმატებული სტარტიც გამოუვიდა. IPO-ს დღესვე კომპანიამ აქციების საწყის ფასს (33 დოლარი ერთ აქციაზე) სამჯერ გადააჭარბა. ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 57.769 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
IPO (Initial Public offering) კომპანიის მხრიდან ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო შეთავაზებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც კერძო ფირმა საჯარო ხდება და საკუთარი აქციები გასაყიდად გამოაქვს.
Figma პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც ვებსაიტებისა და აპლიკაციების დიზაინისთვის ონლაინ ინსტრუმენტებს ქმნის. მისი მთავარი პროდუქტი, ასევე სახელად Figma, საშუალებას აძლევს დიზაინერებს და დეველოპერებს ერთდროულად იმუშაონ ვიზუალურ პროექტებზე რეალურ დროში. ეს პლატფორმა ხშირად გამოიყენება UI/UX დიზაინში და არის ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი თანამედროვე ციფრულ დიზაინში.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2022 წელს Adobe ამ კომპანიის შესყიდვას 20 მილიარდ დოლარად აპირებდა. მაშინ ეს გარიგება არ შედგა და შესაბამისად შეთანხმებაც გაუქმდა. ახლა კი კომპანიის საბაზრო ღირებულება აღნიშნულ თანხას თითქმის სამჯერ აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, Figma-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 228,2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც წმინდა მოგება 44,9 მილიონი იყო — წლიური ზრდა 46%-ია.
Figma-მ და მისმა აქციონერებმა პირველივე სავაჭრო დღეს 37 მილიონი აქცია გაყიდეს, რის სანაცვლოდაც დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარი მიიღეს. კომპანიას აქციის საწყის ფასად 30-დან 32 დოლარამდე ჰქონდა განსაზღვრული, რაც მანამდე არსებულ პროგნოზზე 25-28 დოლარზე მეტიც იყო, თუმცა საბოლოოდ ერთი აქციის პირველად ფასად 33 დოლარი დადგინდა.
აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე Figma-ს გამოჩენამდე წარმატებული IPO გამოაცხადეს ფინტექ კომპანია Circle-მა და ონლაინ სავაჭრო პლატფორმა eToro-მაც.
ამ და სხვა კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენა თიბისის მობაილბანკში შეგიძლია. გახსენი საინვესტიციო ანგარიში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
კომენტარები