გასაოცარი აღმოჩენა: ფარშევანგის კუდი ბუნებრივ ლაზერს შეიცავს
ფოტო: Deep Dream Generator
ფარშევანგების ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მათი ფერადი ბუმბულებია. ახლა დადგინდა, რომ ისინი მხოლოდ ვიზუალურად კი არაა შთამბეჭდავი, არამედ სხვა თვისების გამოც.
მეცნიერებმა ამ ფრინველებს კუდის მიდამოში სპეციალური საღებავი წაუსვეს და გაარკვიეს, რომ თვალების მაგვარი ლაქები სინათლის ტალღებს ერთგვაროვან მოყვითალო-მომწვანო ლაზერულ სხივებად გარდაქმნის. ეს იმიტომ, რომ ბუმბულები ტალღებს წინ და უკან მოძრაობისკენ უბიძგებს, რითაც ლაზერების უნიკალურ სტრუქტურას ვიღებთ.
სიტყვა "ლაზერი" აკრონიმია, რომელიც შემდეგ განმარტებას შეესაბამება: "რადიაციის სტიმულირებული ემისიით სინათლის გაძლიერება". თუკი სხვადასხვა მატერიის შემადგენელ ატომებს სინათლეს მიანათებთ, ისინი კოლექტიურად გააქტიურდება და ფოტონებს წარმოქმნის.
იმისთვის, რომ სხივი ლაზერულად მივიჩნიოთ, ასეთი სტიმულირებული ტალღები ერთნაირად უნდა მოძრაობდეს. ამის ერთ-ერთი გზა მათი წინ და უკან არეკვლაა ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც ოპტიკური ღრუ ეწოდება.
მკვლევრებმა ასეთ ოპტიკურ ღრუებს რეზონანსული ნანოსტრუქტურების სახით ფარშევანგების ბულბულების ლაქების სხვადასხვა არალში მიაგნეს. ყველა მათგანი ორი ტიპის ტალღებს წარმოქმნიდა: მწვანესა და მოყვითალო-მონარინჯისფროს.
კონკრეტულად რა ნაწილია პასუხისმგებელი სინათლის ამ სპექტრებად გარდაქმნაში, ჯერჯერობით უცნობია. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, შესაძლოა, ლაზერული ტექნოლოგიის გაუმჯობესების შესაძლებლობაც მოგვეცეს, ხოლო ბიოლოგებს ცოცხალი მატერიების საკვლევი ახალი ხელსაწყო ექნებათ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.


კომენტარები