ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ. ადგილობრივი ტელეკომპანია TV ბორჯომის ინფორმაციით, ისინი დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან. ტელეკომპანიის ცნობით, ბორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გოგონების მობილურები და მაისურები იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.