გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, დღეს 3 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას იწყებს. რუსეთი თავის საწინააღმდეგო არგუმენტებს წარმოადგენს, რომელიც სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში უკრაინის სარჩელის განხილვას ეხება.

ევროინტერგრაციის საკითხებში უკრაინის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ელენა ზერკალი ამბობს, რომ რუსეთმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენა იმისათვის, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყება გაეწელა.

უკრაინამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი 2017 წელს შეიტანა. უკრაინა რუსეთს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა 2014 წლის შემდეგ ქვეყნის საქმეებში ჩარევა გააძლიერა, აფინანსებდა ტერორისტულ აქტებს და მილიონობით უკრაინელის უფლებებს არღვევდა.

უკრაინა საკუთარ არგუმენტებს 4 ივნისს წარადგენს. ზერკალი, რომელიც უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ისინი კარგად არიან მომზადებულნი და მზად არიან პროფესიონალურად მომზადებული იურიდიული არგუმენტები წარადგინონ. არგუმენტების წარდგენის მეორე რაუნდი 6-7 ივნისს გაიმართება.