როგორი იქნება ხელოვნება 20 წლის შემდეგ
ხელოვანები და კურატორები იმ ცვლილებებსა და ტენდენციებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი წარმოდგენით, შემოქმედებით სფეროს მომდევნო ორი ათწლეულის მაძილზე განსაზღვრავს.
მომავალი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ კლიმატისა და დემოგრაფიული ცვლილებების მსგავსი გლობალური მოვლენების უარყოფა დღეს უკვე შეუძლებელია. ერთადერთი, რაც ვიცით, რომ გარანტირებულად მოხდება, ცვლილებებია - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. საინტერესოა, როგორი იქნება ხელოვანების პასუხი ამ ცვლილებებზე და რა ახალ მიზნებს დაისახავს მომავლის არტი.
უახლეს გამოანგარიშებებზე დაყრდობით, 2040 წლისთვის ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილები მთელს კაცობრიობაზე იქონიებს ზეგავლენას. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ეს პრობლემა ცხოვრებისა და ხელოვნების ყურადღების ცენტრში მოექცევა. მომავლის ხელოვანებს პოსტადამიანისა და პოსტანთროპოცენის, ხელოვნური ინტელექტის, სხვა პლანეტებზე ადამიანთა კოლონიების თუ პოტენციური მასობრივი კატაკლიზმის საკითხებთან შეჭიდება მოუწევთ.
იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხელოვნება, რომელიც ისეთ მოძრაობებთან ტანდემში ვითარდება, როგორიცაა #MeToo და Black Lives Matter, კიდევ უფრო განვითარდება და მისი ყურადღების ცენტრში მეტი დაჟინებით მოხვდება გარემოს დაცვასთან, სასაზღვრო პოლიტიკასა და მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ხელოვნება გახდება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი და, შეიძლება, დღევანდელი გაგებით აღარც კი ჰგავდეს ხელოვნებას. მომავალში, როდესაც ადამიანები ინტერნეტ-სივრცეში თავიანთი ცხოვრების საყოველთაო აფიშირებით დაიღლებიან და მიხვდებიან, რომ პირადულობის განცდა სრულიად დაიკარგა, შეიძლება, ანონიმურობა ცნობადობაზე უფრო სასურველიც კი გახდეს. ათასობით თუ მილიონობით მოწონებისა და გამომწერის ნაცვლად, ჩვენ ავთენტურობასა და პირად ურთიერთობებზე ვინადირებთ. შედეგად, ხელოვნება გახდება მეტად კოლექტიური და ექსპერიმენტალური და - ნაკლებად ინდივიდუალური.
მეტად ინკლუზიური ხელოვნების სამყარო?
"20 წელიწადში ხელოვნება, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით მოქნილი წარმომიდგენია", - აღნიშნავს კურატორი, ჯეფრინ ჰაიესი, - "იმ გაგებით, რომ მედიასთან საზღვრები დაირღვევა, ნელ-ნელა გაქრება განსხვავებები იმ იარლიყებს შორის, რომლებსაც, ტრადიციული გაგებით, სხვადასხვა ტიპის ხელოვნებას ვაწებებთ. ასევე, ვფიქრობ, რომ მომავლის ხელოვნება უკეთ და მეტად წარმოაჩენს უკვე მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებს და ვიხილავთ უფრო მეტ ფერადკანიან არტისტს, ქალ ავტორთა ნამუშევრებს და ყველა შესაძლო სახის მრავალფეროვნებას".
ჰაიესის AfriCOBRA: Nation Time 2019 წლის ვენეციის ბიენალეს საზღვრებში გამართული გამოფენაა. ის 1960-იან წლებში ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში მოღვაწე, აქამდე ნაკლებად ცნობილი ან დაფასებული შავკანიანი არტისტების ნამუშევრებს საერთაშორისო მაყურებელს გააცნობს.
"ვიმედოვნებ, რომ 20 წელიწადში ხელოვნების ცვლილებასთან ერთად ოფიციალური ინსტიტუციები არა მხოლოდ მიზანმიმართულად შეეცდებიან, ჩაწვდნენ ხელოვნების არსის ახლებურ გაგებას, არამედ ახალი ფორმების ძიების პროცესში თავადაც ჩაებმებიან. ამას კი მეტად ინკლუზიურ კურატორულ საქმიანობასთან ერთად ინიციატივის გამოვლენაც დასჭირდება", - ამბობს ის.
სენეგალელი ხელოვანი და კურატორი მუდუ დენგი ამბობს, რომ "ხელოვნების მომავალი შავი ფერისაა". დღეს აფრიკული, აფრო-ამერიკული, აფრო-ევროპული და აფრო-ლათინური ხელოვნება საერთაშორისო ტრენდს წარმოადგენს. ეს იმ აფრიკული დიასპორის ხელოვანთა დამსახურებაა, რომლებსაც შავი სხეულებისა და კოლონიალიზმის მიღმა დისკურსებშიც აქვთ რაღაც სათქმელი. შავი აბსტრაქცია, კურაცია და პერფორმანსი ყურადღების ცენტრშია. დენგი სენეგალში იმ პერიოდში დაიბადა, როცა ქვეყანას დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა და ის პატარაობიდანვე ხედავდა, როგორ ცდილობდა მისი ხალხი თვითგამორკევას. "ჩვენ მიგრაციას როგორც გამოსავალს, და არა როგორც პრობლემას, ისე ვხედავდით", - ამბობს დენგი, რომლის ნამუშევრები ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ კოლექციათა დეპარტამენტშია შესული.
ჰაიესისა და დენგის თვალით დანახული ცვლილებები არ მოიაზრებს იმას, რომ შავკანიანთა, სამხრეთ-ამერიკელთა, LGBT საზოგადოების წევრთა, ფემინისტთა და სხვა უმცირესობათა ხელოვნება სიახლეა. ამ მოძრაობებს თავიანთი ხანგრძლივლი ისტორია აქვთ. ცვლილებებში, უბრალოდ, ის იგულისხმება, რომ მათ ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნებათ ბაზარზე და იმ ინსტიტუტციების მხრიდან, რომლებიც თავადაც მეტად ინკლუზიურები გახდებიან. ეს კი ნიშნავს ცოდნის გავრცელებას მათ შესახებ, ვის ისტორიასაც არ ჰყვება დომინანატური, ევროცენტრული დასავლური სამყარო.
აქტივიზმი
აქტივიზმის კამპანიებში ხელოვნების გამოყენება ადამიანური პასუხისმგებლობების მიმართ დამოკიდებულების ცვლილების მანიშნებელია და, ასევე, ხელოვნების სამყაროში ფესვგამდგარ ძალთა დინამიკასა და ბინძური ფულის ტრიალს ააშკარავებს. Decolonize This Place არის ხელოვანებისა და აქტივისტებისგან შემდგარი ამორფული ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს აღწერენ, როგორც "მოქმედებაზე ორიენტირებული მოძრაობა, რომელიც ყურადღების ცენტრში აქცევს აბორიგენი მოსახლეობის პრობლემებს, შავკანიანათა თავისუფლებას, პალესტინის დამოუკიდებლობას, მუშათა კლასის სამუშაო პირობებს და ჯენტრიფიკაციას". ამჟამად ისინი ნიუ-იორკის უიტნის ხელოვნების მუზეუმის შიგნით აწყობენ პროტესტებს მუზეუმის ვიცე-თავმჯდომარის, უორენ ბ. კანდერსის წინააღმდეგ. კანდერსის კომპანია აწარმოებს ცრემლსადენ გაზს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ქუჩაში გამოსულ ხალხთა პროტესტის ჩასახშობად იყენებენ.
Decolonize This Place-ის მოძრაობის ხელოვან-აქტივისტები ისტორიაში პირველი წესრიგის დამრღვევები ნამდვილად არ არიან. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელოვანთა ჯგუფმა, რომელიც თავის თავს დადას უწოდებდა, დაიწყო უჩვეულო, ექსპერიმენტალური ინტერვენციების დადგმა, რაც წარმოადგენდა პროტესტს ომის უმიზნო ძალადობის წინააღმდეგ. დადა მიჩნეული იყო ადრეული მეოცე საუკუნის ავანგარდის ყველაზე რადიკალურ მოძრაობად. 60-იან წლებში ფლუქსუსის მიმდინარეობაშიც მსგავსი სულისკვეთება ჩანდა. მისი წევრები ცდილობდნენ, მხატვრული და სოციალური აღქმის შესაცვლელად ხალხში შოკი და უაზრობის განცდა გამოეწვიათ. მათი მემკვიდრეობა პერფორმანსის ჟანრში ისეთი არტისტების ნამუშევრებში გრძელდება, როგორებიც პოლ მაკარტი და რობერტ მეპლტორპი არიან. "შოკი მოძრაობათა ფუნქციონალური ნაწილია, ეს საზოგადოების შეცვლის მცდელობაა", - წერს დოროთი ბრილი წიგნში შოკი და უმიზნობა დადასა და ფლუქსუსში, - "ეს მცდელობა უკავშირდება არტისტების მხრიდან იმ იდეის უარყოფას, რომ მხატვრულმა პროდუქტმა აუცილებლად დიდი აზრი და დატვირთვა უნდა ატაროს".
"იმედი მაქვს, რომ ხელოვნება დარჩება თავისუფალ სივრცედ ფორმალური სიახლეების, რადიკალური ექსპერიმენტებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, წესრიგის დარღვევისათვისაც", - ამბობს კურატორი კრის შარპი, - "იმისათვის, რომ გავექცეთ კაპიტალიზმის, იდეოლოგიისა და პოლიტიკის ინსტრუმენალიზაციას, ხელოვნებამ უნდა განაგრძოს ისეთი სივრცის შემქნა, სადაც სწორი ან არასწორი შედეხულებები კი არ იარსებებს, არამედ - ისეთი აზრები, რომელთა არც გაზმოვა იქნება შესაძლებელი და არც შეფასება". შარპი ვენეციის ბიენალეზე ახლი ზელანდიის პავილიონს დოქტორ ზარა სტენჰოუფთან და ხელოვან დეინ მიჩელთან ერთად კურატორობს.
მათ, ვისაც სჯერათ, რომ "ხელოვნება ხელოვნებისთვისაა", შეიძლება, თქვან, რომ შემოქმედება, როგორც ხელშეუხებელი ძალა, სოციალური და იდეოლოგიური ნორმების მიღმა თუ არ დარჩა, რაღაც სხვად გადაქცევის საფრთხის წინაშე დადგება. შარპის მსგავსად, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელოვნების აქტივიზმისკენ გადახრა სარისკო ამბავია, რადგან ეს, უბრალოდ, არაა მისი არსი და მიზანი (თუმცა, შარპი იმასაც ამბობს, რომ შეუძლებელია, ხელოვნება აპოლიტიკური იყოს). ამგვარი მიდგომა ხელოვნებას ხედავს, როგორც დამოუკიდებელ ძალას, რადიკალური ექსპერიმენტების პროცესს, რომელიც ერთ-ერთია მრავალ ხმას შორის, და არა როგორც მიზანმიმართულ ქმედებას, რომლის დროსაც საბოლოო შედეგი კონკრეტული მნიშვნელობებით იტვირთება. არც აწმყოსა და არც მომავალში ხელოვნება არ უნდა ემსახურებოდეს დასკვნების გამოტანას, რადგან ის უნივერსალიზმის წინააღმდეგ მიმართული ძალაა. ამ უნივერსალიზმში ხელოვანებმა უნდა შეიტანონ განხეთქილება, რათა სამყაროს გამოფხიზლებისკენ მოუწოდონ.
მხატვრობა (არ) მოკვდა
სულ რაღაც ორ ათწლეულში ორასი წელი შეუსრულდება ფრანგი მხატვრის, პოლ დელაროშის ცნობილ სიტყვებს "მხატვრობა მოკვდა". და მართლაც, არსებობს გონივრული არგუმენტები იმის საჩვენებლად, რომ ავანგარდულ ხელოვნებაში ფერწერა რელევანტური აღარაა. დელაროშის იდეა, შემოქმედობითობის გამოხატვის ახალ-ახალი გზების გამოჩენის პარალელურად, მრავალგზის გამოუყენებიათ და გადაუმღერებიათ, მაგრამ მხატვრობა არსად წასულა და ეს, სავარაუდოდ, არც უახლოეს მომავალში მოხდება.
აუქციონების, ხელოვნების ბაზრობების, გალერიების არსებობის წყაროს ჯერ კიდევ მეტწილად ნახატები წარმოადგენს. რეკორდულ ფასად გაყიდულ ხელოვნების ნიმუშთა შორის პირველ ადგილს სწორედ ისინი იკავებენ. მოდერნისტული მხატვრობა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იწყება, ხელოვნების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებულია. ყველაზე მაღალ ფასად გაყიდული ათი ნახატიდან ცხრა სწორედ 1892-დან 1955 წლამდეა შექმნილი; ერთადერთი გამონაკლისი ლეონარდო და ვინჩის ახლადაღმოჩენილი ნამუშევარია, რომელიც გასაოცარ ფასად, 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა აუქციონზე და ამით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვრადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა. ყველა ნახატი, რომელიც ამ ათეულშია შესული, თეთრკანიანი მამაკაცის შექმნილია, რაც ხელოვნებაში არსებული უთანასწორობის ნათელი მაგალითია.
ოც წელიწადში ხელოვნების ბაზარი, სავარაუდოდ, დღევანდელისგან დიდად განსხვავებული არ იქნება. წამყვან როლს კვლავ თანამედროვე მხატვრობა ითამაშებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ მოთხოვნა გაიზარდოს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილ, მათ შორის უფრო მეტი ქალი ავტორისა და უმცირესობათა, ნამუშევრებზე. მაგალითად, 2017 წელს, აუქციონზე ჟან-მიშელ ბასკიას 1984 წლის უსათაურო ნახატი 110.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამით ის თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშად იქცა. გასულ წელს თანამედროვე აფრიკელი ხელოვანის, კერი ჯეიმს მარშალის 1997 წელს შექმნილი ნახატი, გარდასული დროები, გასაოცარ ფასად, 21,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს თანამედროვე ხელოვნებაში აფრიკული დიასპორის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. მარშალი აფრიკული წარმომავლობის პირველი მხატვარია, რომლის ნახატიც მისსავე სიცოცხლეში ასეთ მაღალ ფასად გაიყიდა.
მულტიფუტურიზმი
მაიტე ბორაბადი, არქიტექტურისა და დიზაინის კურატორი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ "მზად ისეთი რაღაცებისთვის, რასაც ჯერ ვერც კი წარმოვიდგენთ". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი მომავლის განჭვრეტა კი შეუძლებელია, მაგრამ მოვლენათა სხვადასხვა გზით განვითარებას უნდა მოველოდეთ.
მუზეუმი მხოლოდ ნამუშევართა გამოსაფენად არ არსებობს; ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელოვანების განსხვავებულ ხმებს საზოგადოებას აწვდის. ბორაბადის თქმით, ასეთ დროს კურატორს მედიატორის ფუნქცია აკისრია. მუზეუმი ახალ ნამუშევართა შექმნისათვის "იდეათა ინკუბატორია". "ვფიქრობ, რომ მომავალი მრავლობითია და არა - მხოლობითი; არ არსებობს ერთი, მონოლითური მომავალი", - ამბობს ის, - "კულტურული ინსტიტუციები და კოლექციები ძალზედ პოლიტიზირებულები არიან და ისტორიას დოგმატურად აღიქვამენ. სწორედ ამიტომაა, რომ Art Institute-ის მსგავსი კოლექციები იმ მასალას გვაწვდის, რომელიც ისტორიების გადაწერაში დაგვეხმარება; დიახ, ისტორიების და არა - ისტორიის".
2040 წელს ხელოვნება - მხატვრობის გამოკლებით - შეიძლება, საერთოდ აღარც კი ჰგავდეს ხელოვნებას, მაგრამ, სამაგიეროდ, ის სხვა ყველაფერს ემგვანება: ის ასახავს ეპოქის სულისკვეთებათა სიმრავლეს, რადგან მისი შემქმენელები მრავალფეროვანი იდენტობებისა და გამოცდილებების მატარებლები იქნებიან; ხელოვანი აქტივისტები პოლიტიკური გადატრიალებების სათავეებში მოექცევიან; ექსპერიმენტატორები ახალ ფორმებსა და სივრცეებს, მათ შორის კოსმოსსაც კი აითვისებენ; აზიური, აფრიკული და ლათინო-ამერიკული შემოქმედებითი სივრცე გაძლიერდება. ასე რომ, ხელოვნების სამყაროში მაინც, დასავლეთს, შეიძლება, ამჯერად თავად მოუწიოს პროგრესისთვის ფეხის აყოლა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები