დავით გარეჯის არქიმანდრიტი: ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებსა და ტერიტორიულ მთლიანობას
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხის მოუგვარებლობით ხელისუფლება პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს. მისი თქმით, მთავრობა უმოქმედოა და ქვეყნის სუვერენიტეტს არ იცავს.
"ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას", — განაცხადა კირიონმა.
მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშით არ უნდა აღინიშნოს, რადგან დამოუკიდებლობის საკითხი ახლა დავით გარეჯზე გადის.
დღეს, 25 მაისს სასულიერო პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამუშაოები განაახლეს და ჩიჩხიტურის კოშკს მიუახლოვდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დაადასტურა, რომ კოშკი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დგას და განაცხადა, რომ ვინც მესაზღვრეების მიახლოებაზე საუბრობს, მან ზუსტად უნდა გაზომოს დაშორება ან რუკებს დახედოს.
"მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს მუშაობა, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ, რადგან მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას ", — განაცხადა დარსალიამ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში საზღვრის დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება გაიმართა. უწყების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.
23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი განიხილეს. სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივად დაათვალიერებენ. გარდა ამისა, ისინი მომავალ შეხვედრასაც გამართავენ, რომლიც თარიღიც ჯერ შეთანხმებული არ არის.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები