ეს 10 ამბავი საკმარისია იმისთვის, რომ შუალედურ არჩევნებზე წარმოდგენა შეიქმნათ
დღეს, 19 მაისს გამართული პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად სახალისო და სანახაობრივი გამოდგა.
თუ მთავარ სიახლეებს თვალს არ ადევნებდით, შეგიძლიათ მხოლოდ ამ სტატიის გადაკითხვით გაიგოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ:
დავიწყოთ საარჩევნო პროცესის განუყოფელ ატრიბუტად ქცეული სიებით, რომელთა დახმარებითაც კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ ხოლმე. არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ სიებს მნიშვნელობა მფლობელების წარმოსახვის უნარის შესაბამისად ეცვლებათ ხოლმე:
1. ზუგდიდში მოქალაქემ, რომელიც საარჩევნო უბანთან სიებით იდგა, თქვა, რომ დისერტაციას იცავდა
მოქალაქე გიორგი კალანდიამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის #76-ე საარჩევნო უბანთან სიებითა და საბუთებით იდგა, თქვა, რომ დისერტაციას იცავდა. მისი განცხადებით, ის დამკვირვებელი არ არის და უბრალოდ რაღაცებს ინიშნავს. მან ჟურნალისტებს სიები და საბუთები არ აჩვენა.
2. ზესტაფონში კოორდინატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თან ცოდვების სია ჰქონდა, რომელსაც აღსარებისთვის აგროვებდა
ზესტაფონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგომმა ქალმა, რომელსაც ხელში ფურცლები ეჭირა, თქვა, რომ თან ცოდვების სია ჰქონდა. მისი მტკიცებით, ცოდვების სიას აღსარებისთვის აგროვებდა.
3. კიდევ ერთი შემთხვევა ზესტაფონში: საარჩევნო უბანთან ქალმა თქვა, რომ თან დაბადების დღის სია ჰქონდა
ზესტაფონში ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ მას ხელში არა ამომრჩევლის სია, არამედ თავისი დაბადების დღის სია ეჭირა. მისი მტკიცებით, ის ორ დღეში 80 წლის ხდება.
4. ზუგდიდში ქალმა, რომელსაც სიები აღმოუჩინეს, ყურადღების გაფანტვის ტექნიკა გამოიყენა და ჟურნალისტებს დალოცვა დაუწყო
ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორმა, რომელსაც სიები აღმოუჩინეს, ჟურნალისტებს დალოცვა დაუწყო. დალოცვის შემდეგ ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "ქრისტე აღსდგა ქალბატონო, მაგრამ ოპოზიციამ რა დაინახა?" რაზეც ქალმა უპასუხა, რომ სიები არ აქვს.
5. მარნეულში კაცი ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბანზე "ზაგრის" მისაღებად იდგა
კაცი ამტკიცებდა, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "ზაგრის" მისაღებად იდგა. "ვიზაგრებოდით, შემოგევლე. სეზონია გახსნილი", — თქვა მან.
ჩვენს გასამხიარულებლად მცდელობა არც პოლიტიკოსებმა დააკლეს:
6. ხულოში მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა
ხულოში საარჩევნო უბანზე მისულ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა. ამ მიზეზით მან ხმა 15 წუთის განმავლობაში ვერ მისცა.
7. კახა კალაძემ კოორდინატორები გაამხნევა და მოუწოდა, ჟურნალისტების არ შეშინებოდათ
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კოორდინატორებს მოუწოდა, ჟურნალისტების არ შეშინებოდათ და საქმიანობა გაეგრძელებინათ.
კონფლიქტებიც კომიკური მიზეზით იწყებოდა:
8. ზუგდიდში მოქალაქეებმა პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს
ზუგდიდის #21-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს. კაცმა თქვა, რომ უბანზე სპეციალურად მივიდა დილის 7-ის ნახევარზე, რათა ხმა პირველს მიეცა. ხოლო ქალი, რომელმაც მას ხმის მიცემა დაასწრო, 8-ის ნახევარზე. ადგილზე სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
არჩევნებზე მხოლოდ დამკვირვებლების იმედად ვერ იქნები ადამიანი:
9. ხმის მიცემის დროს ზუგდიდში საარჩევნო უბანი აკურთხეს
ხმის მიცემის დროს ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს და კომისიის წევრები დალოცეს. ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა განაცხადა, რომ "ეს ჯერ პირველი უბანი" იყო და 20 საათამდე "რამდენ ადგილსაც მოასწრებდა", იმდენს აკურთხებდა. მოგვიანებით, ზუგდიდის საარჩევნო უბნის კურთხევის შემდეგ ორი დამკვირვებელი გააძევეს.
10. გოგი წულაიამ თქვა, რომ ცესკოს შედეგები არ აინტერესებს და არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა
თავისუფალი საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა. მისი განცხადებით, ის "ამათ ჩატარებულ" არჩევნებს არ ენდობა.
ბონუსი: ასე გამოვიყურებით ჟურნალისტები დღის ბოლოს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები