საია რუსთავი 2-ზე: საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყდეს, მეორეში ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა
საქართველოს ახალგაზრდა იურისთან ასოციაციამ რუსთავი 2-ის პარტნიორის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი შეისწავლა და დაადგინა, რომ სასამართლომ საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა. ნინო ნიჟარაძემ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავი 2-ის, არხის პარტნიორების ლევან და ყარამანაშვილების, შპს ტელეკომპანია საქართველოს, არხის დირექტორის ნიკა გვარამიას და შპს ინტერმედიის წინააღმდეგ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიჟარაძის მიერ წარდგენილი სარჩელით და მტკიცებულებებით არ დასტურდება რუსთავი 2-ის პარტნიორების მხრიდან წინასწარი შეთანხმებული მოქმედება მოსარჩელისთვის ზიანის მისაყენებლად და, ასევე, არ არის დასაბუთებული მათი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.
"მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ საგადასახადო დავალიანება მოპასუხეთა ბრალით წარმოიშვა, სარჩელში მითითებული მსჯელობა ზოგადია და სავარაუდო გარემოებებს ეყრდნობა. ხოლო რაც შეეხება შპს ინტერმედიასთან დადებული ხელშეკრულების ბათილობას და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდა ზიანის ოდენობის დათვლა, წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ვერც გარიგების კანონსაწინააღმდეგობას და ვერც რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების ფაქტს", — აღნიშნულია საიას განცხაადებაში.
რას ითხოვს ნინო ნიჟარაძე
სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე ითხოვს:
- ბათილად იცნოს რუსთავი 2-ის 2015 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც მას უარი ეთქვა ტელეკომპანიაში მისი კუთვნილი 9% წილიდან 4% წილის შპს თრეიდინგ თრასთზე გასხვისებაზე;
- წილის გასხვისებაზე უარის თქმის გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებმა ნინო ნიჟარაძის 1 490 000 ლარის ოდენობის ზიანი აუნაზღაურონ;
- ტელეკომპანიისთვის სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების დაგროვების გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებმა და ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიას 15 000 000 ლარის ოდენობის ზიანი აუნაზღაურონ;
- ბათილად იცნოს რუსთავი 2-სა და შპს ინტერმედიას შორის დადებული ხელშეკრულება სარეკლამო დროის ექსკლუზიურად გაყიდვის შესახებ;
- შპს ინტერმედიისთვის სარეკლამო დროის ექსკლუზიურად გადაცემის გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებმა და ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაშ 11 936 935 ლარის ოდენობის ზიანი აუნაზღაურონ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ტელეკომპანიის პარტნიორების — ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოსა და ნინო ნიჟარაძის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 60% წილის მესაკუთრედ იცნო ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% წილის მესაკუთრედ — შპს პანორამა.
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს მისი აღსრულება ჯერ დროებით, 8 მარტამდე, ხოლო 7 მარტს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში განხილვა არ დასრულებულა.
აქვს თუ არა ნინო ნიჟარაძეს სარჩელის აღძვრის უფლება
საიას განმარტებით, წილის გასხვისების აკრძალვის გამო ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია წაეყენოს მოპასუხეს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ან იყო საზოგადოების პარტნიორი და სხვა პარტნიორის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ მას ზიანი მიაყენა. თუ ნინო ნიჟარაძის წილის შეძენა უკანონოდ ჩაითვლება, მას დაეკარგება ამ წილთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნის უფლება და არ იარსებებს მასსა და სხვა პარტნიორებს, ასევე, საზოგადოებას შორის კორპორაციულ სამართლებრივი ურთიერთობა.
რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც საგადასახადო დავალიანების დაგროვებასა და ზიანის ანაზღაურებას ეხება, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოების პარტნიორის არაპირდაპირი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა, რომ მოსარჩელე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების მომენტში იყოს საზოგადოების პარტნიორი, რაც, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, ჩაითვლება თუ არა მოსარჩელისა და მოპასუხის მხრიდან ტელეკომპანიის წილების შეძენა კანონიერად.
"თუ მოსარჩელე არ ჩაითვლება ტელეკომპანიის პარტნიორად ზიანის სავარაუდოდ მიყენების პერიოდში, ის ვერ ჩაითვლება არაპირდაპირი სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირად და შესაბამისად, სათანადო მოსარჩელედ", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სარჩელის მესამე ნაწილი ასევე წარმოადგენს პარტნიორის მხრიდან აღძრულ არაპირდაპირ სარჩელს, რა შემთხვევაშიც ასევე გამოიყენება სარჩელის მეორე ნაწილთან წაყენებული წინაპირობები.
"ტელეკომპანიის წილების ფლობის კანონიერების შემოწმება და მათი ნამდვილი მესაკუთრის საბოლოოდ განსაზღვრა, მჭიდროდაა დაკავშირებული ნინო ნიჟარაძის სარჩელთან და მათი განცალკევებულად განხილვა წარმოუდგენელია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნინო ნიჟარაძე არ არის ტელეკომპანიის წილის მესაკუთრე, შესაბამისად, მისი მხრიდან მის მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს დავის საგანი, რის გამოც, სასამართლომ ამ ნაწილში უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, ხოლო საზოგადოების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს", — აღნიშნულია საიას განცხადებაში.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს საჩივარს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოუწევს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაახლოს საქმე და ხელახლა იმსჯელოს ტელეკომპანიის წილების მესაკუთრეების ვინაობის დასადგენად:
"ამდენად, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტამდე, თუ სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ნინო ნიჟარაძე იყო ტელეკომპანიის პარტნიორი, ის ვერ შეძლებს მითითებული მოთხოვნებით სარჩელის აღძვრას".
ნინო ნიჟარაძის პირველი და მეორე მოთხოვნების დასაბუთებულობა
სარჩელის პირველ და მეორე მოთხოვნებთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე მიუთითებს, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს შპს თრეიდინგ თრასთისგან მიიღო შეთავაზება, 1 600 000 ლარად გაეყიდა ტელეკომპანიის კაპიტალში არსებული 9% წილიდან 4%. მან მიმართა ტელეკომპანიის პარტნიორებს წილის გასხვისებისათვის თანხმობის მისაღებად, მაგრამ 2015 წლის 3 თებერვლის სხდომაზე წილის გასხვისებაზე უარი ეთქვა. ნინო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ პარტნიორებმა გამოიყენეს დომინანტური მდგომარეობა, წილის გაყიდვაზე უარი იყო დაუსაბუთებელი და პარტნიორებს არ გააჩნდათ უარის თქმის ლეგიტიმური მიზანი.
დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედი პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. დომინანტი პარტნიორების მიერ დომინანტური მდგომარეობის კომპანიის საზიანოდ განზრახ გამოყენება იწვევს შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას.
"განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთი გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანებული პარტნიორთა ჯგუფი, თუმცა იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ ერთად მოქმედ პარტნიორებად, უნდა დადგინდეს მათი წინასწარი განზრახვა ერთად მოქმედებაზე და მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ამგვარი მოქმედებით ნინო ნიჟარაძისათვის ზიანის მიყენების მიზანი", — აღნიშნავს საია.
ისინი განმარტავენ, რომ საქმეზე უნდა შემოწმდეს არა უარის თქმის დასაბუთებულობა, არამედ მოქმედებდნენ თუ არა პარტნიორები წინასწარი შეთანხმებით და ჰქონდათ თუ არა მათ უფლების ბოროტად გამოყენების განზრახვა ნინო ნიჟარაძისათვის ზიანის მისაყენებლად:
"მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელს ეკისრება მტკიცების ტვირთი, ნინო ნიჟარაძე სარჩელში მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლება და სარჩელს არ ერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები".
გამოიყენეს თუ არა მოპასუხეებმა უფლება ბოროტად
საიაში ამბობენ, რომ ნინო ნიჟარაძე სარჩელში უთითებს, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი იმ შემთხვევაში იყო თანახმა მიეცა წილის გასხვისებაზე თანხმობა, თუ ნინო ნიჟარაძეც მისცემდა მოპასუხეებს ანალოგიურ თანხმობას. ნინო ნიჟარაძემ ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც უარი თვითონაც მიიღო.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ნინო ნიჟარაძე უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ უფლებით სარგებლობას, რომლითაც ამავე კრებაზე თვითონაც ისარგებლა.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თრეიდინგ თრასთი, რომელსაც ნინო ნიჟარაძისგან წილების ყიდვა სურდა, იმ პერიოდისთვის ახალი დარეგისტრირებული კომპანია იყო, რომლის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი არის:
"რუსთავი 2 არის დახურული ტიპის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სადაც პარტნიორის შესვლა შეზღუდულია წილის გასხვისების შეზღუდვის გზით. ასეთი ტიპის საზოგადოებებში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა კაპიტალის შემოდინებას, როგორც ეს ღია კაპიტალურ საზოგადოებებშია, არამედ ახალი ინვესტორის ვინაობას და მისაღებობას არსებული პარტნიორებისთვის... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თრეიდინგ თრასთთან დაკავშირებით ფიქსირდება ერთადერთი აქტივობა — 2014 წლის 22 ოქტომბრის რეგისტრაცია, ასევე, სარჩელზე დართული დოკუმენტებით არ დასტურდება ამ კომპანიის ფინანსური მდგრადობა. შესაბამისად, საეჭვო ან მიუღებელი ინვესტორის დახურული ტიპის შპს-ში შესვლის შეზღუდვა პარტნიორების მხრიდან, არ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას".
როგორ განისაზღვრება ზიანის ოდენობა
საიაში ამბობენ, რომ მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით, 4% წილის გასაყიდი ფასი იყო 50 000 დოლარი, შპს თრეიდინგ თრასთი კი სთავაზობდა 1 600 000 ლარს, რაც შეძენის დროინდელ ფასზე 1 490 000 ლარით მეტია:
"კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ მისი შინაარსი, მათ შორის, ფასი. პირებს შორის დადებული ხელშეკრულება არ არის საბაზრო ფასის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, ის წარმოადგენს ორ პირს შორის შეთანხმების საგანს და შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს ან მცირე იყოს საბაზრო ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ მეთოდით ვერ ხდება წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და საჭიროებს საექსპერტო შეფასებას".
საფუძვლიანია თუ არა მოთხოვნა სარეკლამო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე
ნინო ნიჟარაძე ითხოვს რუსთავი 2-სა და შპს ინტერ მედიას შორის დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოპასუხეების მხრიდან რუსთავი 2-ისთვის განზრახ ზიანის მიყენების საფუძვლით.
ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ს შპს ინტერ მედიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით 10 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი იყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზს. დოკუმენტში საუბარია, რომ 2015 წლის მეოთხე კვარტალში რუსთავი 2-ს შეეძლო სულ მცირე 10 მილიონი ლარით მეტი სარეკლამო შემოსავლის მიღება. საია განმარტავს, რომ შპს ინტერ მედია დაფუძნდა 2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებაში კი საუბარია 2015 წელს მიყენებულ შესაძლო ზიანზე.
"მოსარჩელე მხარე უთითებს დირექტორის ნიკა გვარამიას შეზღუდულ უფლებამოსილებაზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, რის თაობაზე ცნობილი იყო შპს ინტერ მედიასთვის. მისი განცხადებით მოპასუხეები განზრახ მოქმედებდნენ კომპანიისთვის ზიანის მიყენების მიზნით, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სარჩელს თან არ ერთვის", — აღნიშნავს საია.
დასაბუთებულია თუ არა სარეკლამო შემოსავლების შემცირებისა და უფასო პოლიტიკური რეკლამის სარეკლამო დროის გაზრდის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოში წარდგენილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, შეეძლო თუ არა ტელეკომპანიას 10 მილიონი ლარით მეტი შემოსავლის მიღება.
"ანალიზში კი მხოლოდ ის ჩანს, რომ სარეკლამო დროის ოდენობა არ შემცირებულა, ხოლო მაუწყებლის შემოსავალი შემცირდა, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელს შეეძლო 10 მილიონის მიღება".
ამავე სასარჩელო მოთხოვნაში ასევე მითითებულია, რომ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების დაუსაბუთებელი გაზრდით მან მიიღო 1 936 935 ლარის ზიანი:
"უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების გაზრდა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს 90 წამს. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომისიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვეტილება არ მიუღია".
გარდა ამისა, საია განმარტავს, რომ ზიანის ოდენობა ნინო ნიჟარაძეს დათვლილი აქვს სავალდებულო ლიმიტებს მიღმა დათმობილი პოლიტიკური რეკლამის სავარაუდო ღირებულებით.
"შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ ის, რაც განთავსდა როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამა, განთავსდებოდა თუ არა როგორც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და მიიღებდა თუ არა რუსთავი 2 ამ შემოსავალს".
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები