6 მაისს, გამთენიისას ტყიბულის მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების დირექტორმა, ცოტნე ჯანელიძემ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ გაქურდულია სამი სასაწყობე მეურნეობა და სამსახურის კუთვნილი მანქანის შიდა ინვენტარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.