ბახტაძის მსგავსად, თურნავა ამტკიცებს, რომ ენმ-სთვის შეწირული თანხა ტექნიკური გადარიცხვა იყო
ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2012 წელს მისი სახელით ნაციონალური მოძრაობისთვის შეწირული 35 000 ლარი მისი ფული არ ყოფილა. მინისტრის თქმით, ამ პარტიის შემწირველი არ არის და ეს "ტექნიკური ტრანზაქცია" იყო.
"იმ დროს რა კომპანიაშიც ვმუშაობდი რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანაქციისთვის", — განაცხადა თურნავამ იმედი LIVE-ის ეთერში.
მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, მისგან დაუკითხავად გადაირიცხა თუ არა თანხა. განაცხადა, რომ საუბარია ერთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე და ჟურნალისტებს მოუწოდა გაანალიზონ რატომ ხდებოდა მსგავსი ფაქტები.
მსგავსი განცხადება გაავრცელა 2018 წელს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც, როცა გაირკვა, რომ მას ნაციონალური მოძრაობისთვის 20 000 ლარი აქვს შეწირული. მინისტრმა განაცხადა, რომ ის 2011 წლიდან ქართული ოცნების მხარდამჭერია და მისი პირად ანგარიში გადარიცხვისთვის ტექნიკურად გამოიყენეს.
ნათი თურნავა ეკონომიკის მინისტრად 18 აპრილს მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრემიერი-მინისტრმა ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა. თურნავა ქობულიას მოადგილედ მუშაობდა.
ვინ არის ნათია თურნავა
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კი ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2006-2013 წლებში ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისდირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა მუშაობდა 2000-2005 და 2005-2006 წლებში. გარდა ამისა, 2005 წელს ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
მანამდე, 1998-2000 კი თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
განათლებით ნათია თურნავა ეკონომისტია და ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა. სამაგისტრო პროგრამა დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები