თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული დადგენილია და პოლიცია მის დასაკავებლად ინტენსიურ სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.