10 უკრაინელი ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი — სოციალური მომსახურების სააგენტო
10 უკრაინელი ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დაუდასტურეს.
On.ge-ს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში მას შემდეგ გაიყვანა, რაც დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ქალს შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს და ეს საკმარისი იყო ბავშვების სოციალური მომსახურების სააგენტოში გადასაყვანად.
ამავე სამსახურის წამომადგენლის მზევინარ ღაჭავას თქმით, 10 ბავშვიდან ორი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და სახელმწიფო ზრუნვაში გამოჯანმრთელების მერე გადავა. ღაჭავა განმარტავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით პროცედურები საგამოძიებო მოქმედებების მიხედვით წარიმართება.
On.ge-ს ინფორმაციით, ათი უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა.
20 აპრილს ზუგდიდის საავადმყოფოში ათი უცხოელი ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ბავშვებს თან ახლდათ მეურვე ქალი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, ქალი 10 ბავშვით მოსკოვი-თბილისის რეისით 8 აპრილს ჩამოფრინდა. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი აფხაზეთში გადასვლას გეგმავდნენ.
სამინისტროში განაცხადეს, რომ 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა — ტრეფიკინგი). გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები