რუსული არყის ფანერა ევროპულ ბაზარზე — როგორ ეხმარება "პალატი" რუსეთს სანქცირებული პროდუქტის გასაღებაში
ფოტო: აი ფაქტი
"პირველად საქართველოში, ვაწარმოებთ ყველა სორტისა და სისქის უმაღლესი ხარისხის არყის ხის ფანერებს", — წერს "პალატი" თავის ფეისბუქ გვერდზე.
"საქართველოში არყის ხე სად არის? აწარმოებთ კიარა, რუსეთიდან შემოგაქვთ", — შეეპასუხა ერთ-ერთი მოქალაქე იქვე, კომენტარის ველში.
"...თავისთავად, საქართველოში არ არის არყის ხე. შემოგვაქვს უკრაინიდან, ევროპიდან, ყაზახეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან", — ასე იმართლა თავი "პალატმა".
"სხვადასხვაში", წესით, უმნიშვნელო პარტნიორები უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა "პალატმა" ამ კატეგორიაში გაიყვანა რუსეთი — მისი მთავარი მომწოდებელი.
სინამდვილეში, "პალატის" საქმიანობა რუსულ ნედლეულზე დგას: არყის ხის ფურცლებს მოსკოვში, პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე საწარმოებიდან ეზიდება, "ქართულ" ფანერად აქცევს და შემდეგ ევროპაში გზავნის. ანუ, რუსეთს სანქცირებული პროდუქტის გასაღებაში ეხმარება.
4 თვე ვიკვლევდით, რომ თქვენთვის მოგვეყოლა, ვის შემოაქვს ჩვენთან რუსული არყის ხის ნედლეული და ვინ გარდაქმნის მას ქართულ ნაწარმად, როგორ დაარსდა პირველი ფანერის ქარხანა რუსთავში და 2023 წლიდან, ისტორიაში პირველად გავხდით ევროპაში არყის ხის ფანერის მსხვილი ექსპორტიორები. ეს ყველაფერი კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას "დაემთხვა".
2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპაში 29 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა გაიგზავნა. პროდუქტის მონაცემებში მითითებულია: Origin country — Georgia/წარმოშობის ქვეყანა — საქართველო.
ეს წინადადება რომ აბსურდია, მარტივი მისახვედრი უნდა იყოს. საქართველოში ფანერად გამოსადეგი არყის ხე ფიზიკურად არ ხარობს.
საქართველოში საექსპორტოდ კიარა, მხოლოდ ჩვენი მოხმარებისთვის სამყოფი არყის ხეც არ გვაქვს. ევროპაში გატანილ ფანერებს კი რუსული ნედლეულით ვაწარმოებთ. 2021-2025 წლებში რუსეთიდან საქართველოში 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ნედლეული შემოვიდა. სხვა ქვეყნებიდან კი, დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის.
ქართულ ნაწარმად გასაღებული რუსული არყის ხის მასალა
"პალატის" ფანერები ჩეხეთში, თურქეთის გავლით
ორი კვირის წინ, ჩეხეთში, ქალაქ ოსიკში, კომპანია "ორლიმექსის" საწყობში შეფუთული არყის ხის ფანერები ვიპოვეთ. ყუთები ადგილზე დაათვალიერა ჩვენმა პარტნიორმა ჟურნალისტმა კრისტინა ვეჯნბენდერმა და მათზე მიკრული იარლიყები შეამჩნია.
შეფუთვიდან ვიგებთ, რომ მასალა ქართული კომპანიის, Palati Playwood-ის წარმოებულია. ის ფანერებს რუსთავში ამზადებს და ევროპასა და ამერიკაში ყიდის. მის დასამზადებლად კი არყის ხის ნედლეული, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს. გამოდის, რომ "პალატის" დახმარებით, რუსეთმა შეზღუდვებს თავი აარიდა, არყის ხე მაინც გასაღდა და მისგან ნაწარმოები მასალა ევროპაში მაინც მოხვდა.
"პალატი" საქართველოში 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მან ხის მასალების რუსეთიდან შემოტანა გახსნიდან ერთ თვეში დაიწყო და იქედან მოყოლებული 9 რუსული კომპანიისგან 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის მასალა ჩამოიტანა — კონკრეტულად, ვენირები, ანუ ხის თხელი ფურცლები.
პალატს არყის ხის ნედლეული შემოაქვს შემდეგი რუსული კომპანიებისგან: НИЖЕГОРОДСКИЙ ЛЕСОКОМБИНАТ/ НЛК, КРАСНЫЙ ОКТЯБРЬ, ФАНПРОМ, М-ВУД ПЛАЙВУД, СТАРВУД НН ФАНДЕРА, АЛЬТЕРНАТИВА, და ЭВОЛОДЖИК. მათი საქმიანობის სფერო, ძირითადად, ლამინირებული ფანერების, ხის თხელი ფენების და დაპრესილი ხის საწვავის წარმოებაა.
მათგან ყველაზე საინტერესოა ФАНДЕРА. ამ რუსული საწარმოს უკან რუსეთის მმართველი პარტიის, Единая Россия-ს წევრები დგანან. კომპანიის დირექტორი, სერგეი ხარიტონოვი და 50%-ანი წილის მფლობელი სერგეი ბორიაკინი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის დეპუტატები არიან. ФАНДЕРА, ФАНПРОМ და НЛК-ს საწარმოში დამზადებულ ფანერებს СТАРВУД НН ყიდის. ის მათი ოფიციალური დისტრიბუტორია.
შეიძლება იფიქროთ, რომ "პალატის" მიერ შემოტანილი რუსული არყის ხის ფანერები ქვეყანაშიც გვჭირდება, გამძლე ავეჯის თუ სამშენებლო მასალის დასამზადებლად. სინამდვილეში, "პალატის" ნაწარმი ჩვენთან კი არ რჩება, მთლიანად ექსპორტზე გადის და ამით რუსულ ეკონომიკას ვაძლიერებთ.
2024 წელს თავისი პირით ამბობდნენ, ჩვენი პროდუქციის 100% ექსპორტზე გავიტანეთ, მათ შორის, 70% ევროპაში, 30% ამერიკაშიო. თან, თავს იწონებენ, "ვაწარმოებთ ქართულ პროდუქციას და ვაძლიერებთ საქართველოსო".
ჟურნალისტური გამოძიება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები