TI: ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები განპირობებულია იმით, რომ მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება
ე.წ. პირბადეების საქმეზე 17 სექტემბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. დაკითხვას სანქცირებული პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი და გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე უძღვებოდნენ, ხოლო მოსამართლე, სანქცირებული თეონა ეპიტაშვილი იყო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" ინფორმაციით, დაკითხვისას პროკურატურის ძირითადი ინტერესის საგანი იყო:
- გადარიცხვები ეკა გიგაურის პირადი ანგარიშიდან სოლიდარობის ფონდში დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად;
- რამდენიმე საწვიმარი ლაბადის და "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" პროევროპული კამპანიებისთვის ორი ხმის გამაძლიერებლის — ე.წ. "რუპორის" შეძენის ფაქტი, რომელთა ჯამური ღირებულება 363 ლარი იყო.
- ეკა გიგაურის დასწრება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული "რუსული კანონის" გასაპროტესტებელ აქციებზე; ასევე დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევების პერიოდში და შემდეგ, მოქალაქეების მსგავსად, რუსთაველის გამზირზე ყოფნის ფაქტი;
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" მიერ დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით დაანონსებული მანქანების სიგნალების კამპანია და ამ მიზნით ფეისბუქზე განთავსებული ბანერი;
- ეკა გიგაურის პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებისა და რუსული ტიპის მმართველობის დამყარებასთან დაკავშირებით;
- ეკა გიგაურის პოზიცია ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით;
- გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ორპარტიულ მოსმენაზე ეკა გიგაურის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" განცხადებით, ოცნების და "მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები" მიზნად ისახავს ორგანიზაციის გაჩუმებას.
"აღსანიშნავია, რომ ეს საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის ფონზე, სადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" უკვე ექვემდებარება ორმაგ მონიტორინგს — ე.წ. "ფარა"-ს და "გრანტების კანონში" გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რასაც ზედამხედველობს ანტიკორუფციული ბიურო.
ეს ფაქტი, თავისთავად, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საქმე და გამოძიებაც მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არავითარი სამართლებრივი საფუძველი მის წარმოებას არ გააჩნია.
ჩვენი შეფასებით, მმართველი ძალის და მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები განპირობებულია იმით, რომ მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება, რადგან დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ანტიკორუფციული აქტივობით, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლით. თუმცა, ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვიდგებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე," — ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
უწყების ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
1-ელ სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.
ასევე იხილეთ:
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
- საბა ბრაჭველი: სხვა ადამიანის სამართლებრივ დაცვაში დახმარება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო
- ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია, რომ რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად — კოალიცია ცვლილებებისთვის 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- სალომე ზურაბიშვილი: შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო არასოდეს ჩაბარდება"
- 50 NGO და მედიაორგანიზაცია: "ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით"
- თაზო დათუნაშვილის თქმით, 7 NGO-ს დაყადაღებით "ოცნება" რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს
- პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს — თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს დემოკრატიისთვის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია" — ესტონეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ჩვენ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით" — ჩეხეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება — SJC-ს განცხადება
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები