13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში — ანა წითლიძე მარტა კოსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, "13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში" და მისივე თქმით სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ევროპელი თუ ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირები კავკასიაში ვიზიტისას საქართველოს აღარ სტუმრობენ.
"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს კავკასიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილო, მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ ექნება საქართველოსი. ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენე მაღალი თანამდებობის პირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები აზერბაიჯანში და სომხეთში, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, რაც მიუთითებს იმას, რა საგარეო პოლიტიკასაც აწარმოებს რუსული ოცნება ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და იყოს იზოლირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მთავარი გარანტი ამ ქვეყნის თავისუფლებისა", — განაცხადა ანა წითლიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჩეხეთის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დღეს საქართველოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო."
"ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.
ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება რეჟიმზე, ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს, იქნება კიდევ უფრო ფართო", — განაცხადა ანა წითლიძემ
ცნობისთვის, 17 სექტემბერს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში და სომხეთში გაემგზავრა — საქართველო აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ნახსენები არ არის. ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები