ბაკურ ბაკურაძე: ვიდრე ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, "რუსთავი 2" არ გააშუქებს გახარიას პარტიის აქტივობებს
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის გაკრიტიკების შემდეგ, გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის და მისი თანაგუნდელების აქტივობას არხი აღარ გააშუქებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ახლად დანიშნული დირექტორის ბაკურ ბაკურაძის მიერ "რუსთავი 2"-ის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი.
ბაკურაძის განცხადება ანა ბუჩუკურის Facebook-პოსტს მოჰყვა, სადაც ოპოზიციონერი წერდა, რომ ნინო შუბლაძე "სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური" იყო, დღეს კი "ივანიშვილის რეჟიმის მსახურია".
ბაკურ ბაკურაძე ანა ბუჩუკურის განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს.
"ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.
სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან," — აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ბაკურაძე.
პოსტი, რომელსაც "რუსთავი 2" გამოეხმაურა, ბუჩუკურმა დღეს, 18 სექტემბერს გამოაქვეყნა.
"გუშინ სუს-ის ფილიალის "რუსთავი 2-ის" თანამშრომელს, ქალბატონ ნინო შუბლაძეს ეთერში ნაწყენს უთქვამს, რომ თურმე ჩემზე გაბრაზებულია და რომ თურმე ჟურნალისტებთან ქცევა არ ვიცი.
ამ ფრაზაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქნი შუბლაძე საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს. არა, ქალბატონო ნინო. თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით — ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა.
სხვათა შორის, ეს სტატუსი ნინო შუბლაძეზე საერთოდ არ არის — ამ შემთხვევაში ეს ერთი ინდივიდი უბრალოდ მაგალითია პროფესია"მსახურის".
მე არ ვიცი, რატომ და როგორ მივედით იქამდე, რომ ეს ფენომენი საზოგადოებაში ნორმალიზდა…" — დაწერა ანა ბუჩუკურმა.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები