სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნათია კაპანაძე პროცესს მოიგებს — კუპრაშვილი
ფოტო: ნათია კუპრაშვილი / facebook
აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე ნათია კაპანაძე სამართლიანი სასამართლოს პირობებში იმპიჩმენტის გასაჩივრების პროცესს მოიგებს. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.
"ეს არის დაუსაბუთებელი იმპიჩმენტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ წრეზე გვიწევს ტრიალი და რაღაც ტიპის შეცდომების გამეორება", — აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის დროს მეურვეებმა კაპანაძეს ის სამუშაო დაუწუნეს, რომელსაც წლების წინ თვითონვე უჭერდნენ მხარს. მისთვის საბჭოს გადაწყვეტილება სრულიად მოსალოდნელი იყო და არანაირი სიახლე ამ სხდომაზე არ ყოფილა:
"ეს შედეგი უმჯობესია იმიტომ, რომ გამოკვეთილია ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ, ჩემი აზრით, ძალიან საშიში გადაწყვეტილების გამო ეკისრება მრჩეველთა საბჭოს", — უთხრა On.ge-ს ნათია კუპრაშვილმა.
აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი — ერთი. სავარაუდოდ, გადაყენებას მხარი არ დაუჭირა ბეჟან გობაძემ. კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.
იმპიჩმენტის საფუძველი
კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა: ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. ნატა იმედაიშვილი კი თავიდანვე ამბობდა, რომ იმ საკითხებზე, რაც კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა პრეტენზიები მასაც ჰქონდა.
საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტებს და არსებობს ხელფასების პრობლემა. კერძოდ, საბჭო მოთხოვდა რომ მაუწყებელზე გასულიყო საგანმანათლებლო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები. წევრები ამბობდნენ, რომ კაპანაძის მმართველობისას დაეცა ტელევიზიის რეიტინგიც.
საბჭოს ოცნების კვოტით არჩეული წევრი გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ის კაპანაძეს საბჭოს მიმართ უპატივცემულობასა და თანამშრომლებისთვის საბჭოს წევრთან ურთიერთობის აკრძალვაში ადანაშაულებდა. ჩხარტიშვილმა კაპანაძეს ფაშისტი უწოდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს შეადარა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძე ამბობდა, რომ პრობლემების ნაწილზე ტელევიზია მუშაობდა და გამოასწროა კიდეც. რაც შეეხება რეიტინგს, მისი თქმით, ტელევიზიის რეიტინგს ფილმები წერდა, თუმცა ფილმები ვერ შეცვლის ქედასა და ხულოში ადამიანების ცხოვრებას. გუშინ, 17 აპრილს კი კაპანაძემ საბჭოს ახალი საგრანტო პროექტი წარუდგინა, რომელიც მაუწყებელს ახალ საგანმანათლებლო გადაცემას მოუტანდა.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხაზი გაუსვა აჭარის ტელევიზიმაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
გამოხმაურებები და მხარდაჭერა კაპანაძეს
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა.
ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო. მათი თქმით, მაუწყებლისა და კაპანაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებენ. საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში დადებითი როლის შესრულებას გააგრძელებენ.
კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირმა. მათი თქმით, კაპანაძის დირექტორობისას ტელევიზია ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვანი კულტურის უკეთ წარმოჩენა გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის.
დირექტორს გაემიჯნა ტელევიზიის 103 თანამშრომელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მონაპოვარი არ არის და მას შემდეგ არსებობს, რაც ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. მათი თქმით, კაპანაძე ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ცუდად ისახება ტელევიზიის საქმიანობასა და იმიჯზე.
პოლიტიკური პარტიები
ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის დაყენების საკითხი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზია ღია ზეწოლის მსხვერპლია და ხელისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დახმარებით ცდილობს გადააყენოს პროფესიონალი. გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას კი მიაჩნია, რომ დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კაპანაძის გადადგომა ხელისუფლების ინტერესია, რადგან აჭარის ტელევიზია დღეს ობიექტური და მიუკერძოებელია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ნათია კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა ტელევიზიაში მათი ინტერესების გატარება არ ხდება
ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედიასივრცეში, როგორ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი. მას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არაა 2012 წლის შემდეგ შექმნილი დემოკრატიული იმიჯის შელახვა.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
ამავე თემაზე:
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები