რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის? რა პრობლემას აწყდება მათი უმეტესობა კონკრეტული პროდუქტის გამოყენებისას და რას მოელიან ბრენდისგან? ამ კითხვებზე პასუხის საპოვნელად ბიზნესები სხვადასხვა გზას მიმართავენ, ქართულ ბაზარზე კი უკვე გამოჩნდა ახალი პლატფორმა — Feedio, რომელსაც მომხმარებლის გამოცდილების მართვა ახალ საფეხურზე აჰყავს.
სხვადასხვა კომპანიის ფილიალებსა თუ ოფისებში მომხმარებლების მხრიდან ბევრი პრობლემა თუ იდეა ფიქსირდება, რომელიც სათავო ოფისამდე ხშირად ვერც აღწევს. მომხმარებლის გამოცდილების მართვა დიდი ხანია გასცდა მომსახურების ხარისხის შეფასებასა და პერიოდულ გამოკითხვებს. დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, დროულად დაინახოს, რას ამბობენ მომხმარებლები, სად მეორდება პრობლემები და რა საჭიროებს რეაგირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი B2B SaaS პლატფორმა.
Feedio არის პლატფორმა, რომელიც აგროვებს პარტნიორი ბიზნესების მომხმარებელთა უკუკავშირს ფიზიკური ოფისებიდან თუ სხვადასხვა ციფრული არხიდან, იქნება ეს სოციალური მედია, რევიუები, ჩატები, ვებგვერდები თუ სხვა და ეხმარება კომპანიებს მომხმარებელთა უკუკავშირის მიღებაში. ეს ღირებული მონაცემები კი ხელს უწყობს ბიზნესებს, დროულად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
"პლატფორმა ეხმარება ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან მომხმარებლებს ფილიალებში, მაღაზიებში, რესტორნებსა თუ კლინიკებში მიღებულ უკუკავშირს სხვადასხვა ციფრული არხიდან შემოსულ ინფორმაციასთან აერთიანებს. შედეგად, ბრენდს შეუძლია დაინახოს როგორც კონკრეტული ფილიალის გამოწვევები, ისე მთელი ქსელის საერთო სურათი", – ამბობს პლატფორმის ერთ-ერთი შემქმნელი, ვასო კუსიანი.
სისტემაში ინტეგრირებული AI აგენტები აანალიზებენ უკუკავშირს, გამოყოფენ განმეორებად თემებს და სათავო ოფისს პრიორიტეტების განსაზღვრაში ეხმარებიან — რა მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას და სად არის საჭირო გრძელვადიანი ცვლილება.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მომხმარებელთან უშუალო კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს აქვთ. პლატფორმას აქვს გემიფიკაციის მექანიზმები, რაც სერვისის მენეჯერებს დამატებით მოტივაციას აძლევს, გააზიარონ ის შენიშვნები და იდეები, რომლებსაც ყოველდღიურად ისმენენ. გასაზიარებელი ბმულის საშუალებით კი ბრენდებს შეუძლიათ უშუალოდ მომხმარებლებს დაუსვან კითხვები და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მიიღონ პასუხები.
Feedio უკუკავშირს ყოველდღიური გადაწყვეტილებების საფუძვლად აქცევს და ფილიალებს, სათავო ოფისსა და მომხმარებლებს ერთ პროცესში აერთიანებს. როგორც მისი შემქმნელები On.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, პლატფორმა ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიაში ინერგება, კომპანიების ნაწილთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
-
ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე ICC-ის დაცვა EU-ს პრიორიტეტად რჩება — კაია კალასი აშშ-ის მიერ ICC-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
კომენტარები