"ვიბრძოდი პროგრამული უზრუნველყოფის ლეგიტიმაციისთვის, რათა მისთვის — და მისი შემქმნელებისთვის — სათანადო პატივი მიეგოთ. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მოხსენიება დავიწყე, რომ იგი აპარატული თუ სხვა სახის ინჟინერიისგან გამემიჯნა, ამავდროულად კი ინჟინერიის თითოეულ ტიპს სისტემების ინჟინერიის საერთო პროცესის ნაწილად განვიხილავდი. ამ ფრაზის გამოყენება რომ დავიწყე, საკმაოდ სასაცილოდ მიაჩნდათ. დიდი ხნის განმავლობაში იყო ხუმრობის საგანი. ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ. პროგრამულმა უზრუნველყოფამ საბოლოოდ უთუოდ მოიპოვა ისეთივე პატივისცემა, როგორიც ნებისმიერმა სხვა დისციპლინამ".
კომენტარები