UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გაერთიანებულმა სამეფომ დღეს ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც:
- რუსულ ნავთობს აწარმოებენ ან ტრანსპორტირებენ, რითაც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ;
- ხელს უწყობენ იმ პროდუქციის წარმოებასა და საერთაშორისო ვაჭრობას, რომლებიც რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის მხარდასაჭერად გამოიყენება;
- სანქცირებული ფინანსური სერვისების გვერდის ავლით რუსეთის ომის ფონდების შევსებას უწყობენ ხელს.
სანქციების ახალი პაკეტი 38 პირსა და ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორის — რუსულ ნავთობკომპანიებს, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქციას აწვდიან.
გაერთიანებული სამეფო ასევე ამკაცრებს ზომებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მათ შორის ფინანსური სერვისებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების გამოყენებით, ეხმარებიან.
"მესიჯი მარტივია: თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებაში ან აღჭურვაში ეხმარებით, ამას შედეგები მოჰყვება", — აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში.
ნავთობკომპანიები:
გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ორ რუსულ ნავთობკომპანიას — "ზარუბეჟნეფტსა" (Zarubezhneft) და INK Capital-ს — დაუწესა სანქციები.
გაერთიანებული სამეფო G7-ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა. ახალი სანქციების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს შეზღუდვები ახლა რუსეთის ნავთობის წარმოების მთლიანი სიმძლავრის 90%-ზე მეტს მოიცავს.
კომპანიების სანქცირება არა მხოლოდ რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ნაკადის შეჩერებას ემსახურება, არამედ სანქციების გვერდის ავლის გზების შეზღუდვასაც — კერძოდ, რუსული ნავთობკომპანიებისთვის გართულდება ნავთობის არასანქცირებული იურიდიული პირის სახელით გადაფორმება.
"ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერები:
დღეს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები კიდევ 12 ნავთობტანკერს დაუწესა, რომლებიც რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია. სანქცირებული ტანკერების საერთო რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.
ეს გემები რუსეთის ნავთობის უკანონო ვაჭრობის ქსელის ნაწილია. "ჩრდილოვანი ფლოტის" გემები ხშირად 20 წელზე მეტი ხნისაა, სანქციების გვერდის ასავლელად გადაზიდვისას მოტყუებით მეთოდებს იყენებენ და შესაძლოა ყალბი დროშითაც გადაადგილდებოდნენ.
გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ ზომები მხოლოდ უკვე მოქმედი გემების წინააღმდეგ არ არის მიმართული და ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც რუსეთის ნავთობის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებისთვის საჭირო მიწოდების ჯაჭვს უზრუნველყოფენ.
ბანკები და კრიპტოვალუტით დაფინანსება:
სანქციები დაუწესდა სამ კრიპტობირჟასა და ორ გადახდის პლატფორმას, მათ შორის სამ ორგანიზაციას, რომლებიც ყირგიზეთთან არიან დაკავშირებული, ასევე ერთ დაკავშირებულ პირს
ბრიტანული მხარე ვარაუდობს, რომ ეს ორგანიზაციები რუსეთს ფინანსური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მათგან ორი დაკავშირებულია A7-ის ქსელთან და ამ ქსელის მეშვეობით ტრანზაქციების დამუშავებასა და განხორციელებას უწყობდა ხელს.
კრემლის მიერ მხარდაჭერილი A7-ის უკანონო ფინანსური ქსელი რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. გასულ წელს ქსელმა განაცხადა, რომ 90 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გადაიტანა — რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ პლატფორმების სანქცირება სანქცირებული პირებისთვის თანხებზე წვდომასა და მათ გადარიცხვას გაართულებს.
რუსეთის სამხედრო ძალისხმევისთვის საჭირო პროდუქციის მიმწოდებლები:
ახალი პაკეტი მოიცავს 17 ორგანიზაციასა და პირს, რომლებიც იმ პროდუქციის მიწოდებაში არიან ჩართული, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი რუსეთის ომის გაგრძელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ასეთ პროდუქციას Common High Priority (CHP) goods ეწოდება.
მათ შორის არიან რუსეთში მოქმედი იმპორტიორები, რომლებიც რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის აუცილებელ ჩარხებს, ელექტრონიკასა და მასალებს აწვდიან.
ბრიტანეთის განცხადებით, ამ პროდუქციის გადაადგილება საერთაშორისო მასშტაბით ხდება და რუსეთისთვის უკანონო ვაჭრობის დამალვა მესამე ქვეყნების გამოყენებით ხორციელდება.
ახალი სანქციები ასევე შეეხო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნის ორგანიზაციასთან, რომელიც რუსეთში ჩარხების ექსპორტს ახორციელებს.
გაერთიანებული სამეფოს შეფასებით, რუსეთი სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის სწორედ ამ ჩარხებზეა დამოკიდებული, ამიტომ ასეთი ვაჭრობა რუსეთს ბრძოლის ველზე მატერიალურ სარგებელს აძლევს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სანქციებით ცდილობს ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ ზომების მიღებას.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები