ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.

ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა დაწესდეს ოცნების წარმომადგენლების — მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის წინააღმდეგ.

სალომე სამადაშვილის ევროპარლამენტის რეზოლუციას განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილს ულოცავს, რადგან მან, მისი შეფასებით, "ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს".

"შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია. ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს.

შალვა საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის-ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ. იშვიათი მიღწევაა. ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს", — წერს სამადაშვილი.