რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლება და პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საზოგადოებას ატყუებენ. მისი თქმით, პრემიერი როცა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ნომინალურ და რეალურ მშპ-ს ერთმანეთში ურევს: რეალურად კი 2012-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 2-ჯერ და არა 4-ჯერ გაიზარდა.
"ხელისუფლებაში სიცრუით მოსული ქართული ოცნება სიცრუითვე აგრძელებს თავის პოლიტიკას. ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, რომელსაც თოთხმეტი წელიწადია ეწევიან. მიუხედავად პროფესიონალების მხრიდან მრავალჯერადი მხილებისა, ტყუილებს მაინც არ ეშვებიან.
"საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა", — კვლავ, უკვე მეასედ მოიტყუა ოცნების პრემიერმინისტრმა. ეს არ არის ეკონომიკის რეალური ზრდა. სინამდვილეში, იგი მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდა.
ოცნების ხელისუფლება შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას და შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი დასკვნის ტირაჟირებას.
ციფრებს რომ შევხედოთ:
— 2012 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 27,9 მლრდ ლარი იყო.
— 2025 წელს — 104,6 მლრდ ლარი.
ანუ მიმდინარე ფასებში მშპ მართლაც დაახლოებით 3,75-ჯერ გაიზარდა. მაგრამ აქ არის მთავარი "პატარა" დეტალი: ნომინალურ მშპ-ში ფასების ზრდაც შედის, ანუ ხელისუფლება ფასების ზრდით ამაყობს.
თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა, ერთმანეთს უნდა შევადაროთ რეალური მშპ, ანუ მუდმივ ფასებში გამოხატული, ინფლაციისგან "გაწმენდილი" მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მუდმივ ფასებში:
— 2012 წლის რეალური მშპ არის დაახლოებით 36,2 მლრდ ლარი.
— 2025 წლის რეალური მშპ — დაახლოებით 72,7 მლრდ ლარი.
მარტივი არითმეტიკით, დიდის პატარაზე გაყოფით მივიღებთ 2-ს. ანუ 2012–2025 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა — დაახლოებით 100%-ით გაიზარდა და არა ოთხჯერ, როგორც ამას ცრუ ხელისუფლების სანქცირებული ცრუ პროპაგანდის საშუალებები ავრცელებენ. ყველა სიცრუეს უნდა გაეცეს პასუხი. იტყვიან ასჯერ-ვუპასუხოთ ასჯერ", — წერს სოციალურ ქსელში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები