საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა. "გამოძიება მიმდინარეობს" - ამის შესახებ BMG-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, თუმცა, გამოძიების დაწყების დრო არ დაასახელეს.

უწყებაში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, კონკრეტულად რას და რა პერიოდს შეეხება გამოძიება; ასევე, საქმეში ფიგურირებს თუ არა "საქართველოს ფოსტის" ყოფილი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "საქართველოს ფოსტაში" შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო.

აღსანიშნავა, რომ "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ გასული წლის სექტემბერში შეცვალა.