"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
2026 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კახეთში "ევროპის დღე 2026"-ს აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები და პარტნიორები. კახეთში გასამართი ევროპის დღის მიზანია, წარმოაჩინოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე პარტნიორობა, რომელიც 30-წელს აღემატება.
"ევროპის დღე 2026-ის" ფარგლებში მეღვინეობა "მოსმიერში" მოეწყობა ინტერაქციული სივრცე სახელწოდებით "ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი", სადაც სტუმრები დაათვალიერებენ საინტერესო გამოფენებს, მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ ვორქშოფებში, დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებში და გაეცნობიან, თუ როგორ გრძელდება ევროკავშირის მიერ წვლილის შეტანა როგორც ადამიანების მომავალში, ისე სხვადასხვა სფეროსა და ბიზნესში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღის ბოლოს, მეღვინეობა "მოსმიერში" გაიმართება ჯგუფის "გამოუვალი მდგომარეობა" კონცერტი, რითაც "ევროპის დღე 2026" დასრულდება.
ევროპის დღის პროგრამა:
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ:
აღმოაჩინონ ევროკავშირისა და საქართველოს შორის არსებული 30-წლიანი პარტნიორობა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ მოწყობილი გამოფენების საშუალებით.
აღმოაჩინონ ევროპული კულტურა, ქვიზები, ტრადიციები და გასტრონომია „ევროპის გუნდის“ (Team Europe) ინტერაქტიულ სივრცეში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები უმასპინძლებენ.
შეუერთდნენ უნიკალურ, ევროპულ-ქართულ სუფრას, რომლის კურატორია ინოვაციური შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე.
მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, მათ შორის: "ღვინის ხელოვნება" თანამედროვე ხელოვან თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანთან ერთად, ღვინის დეგუსტაცია "საქართველოს 2026 წლის საუკეთესო სომელიე" თეონა თოხაძის ხელმძღვანელობით და ფოტოგრაფიის სახელოსნო გიორგი შენგელიასა და ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.
ჩაერთონ ინტერაქტიულ აქტივობებში: "მწვანე კუთხე", კახეთის ველოტურები, სამაგიდო თამაშები "თავსატეხთან" ერთად და ვირტუალური რეალობის მოგზაურობა ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში.
ისიამოვნონ საოჯახო აქტივობებით, მათ შორის: "ევროკავშირის ცოდნის ბორბალი" და საბავშვო თეატრალური წარმოდგენა "გაფუჭებული ტელეფონი".
დაესწრონ კულტურულ წარმოდგენებს, სადაც წარმოდგენილი იქნება ტრადიციული კახური მრავალხმიანობა "ახალი ბანას" შესრულებით და თელავის ცეკვის აკადემიის ევროპული ცეკვის საპრემიერო პროგრამა.
საღამოს კონცერტი
18:00 – მეღვინეობა მოსმიერი
ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა"
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს — პროექტს, რომელიც მშვიდობას, თანამშრომლობასა და საერთო კეთილდღეობას ეფუძნება.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნის, ინვესტიციებისა და საერთო ღირებულებების საშუალებით. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიულ განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები