თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ფოტო: თეგეტა
- შეთანხმება საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთობლივ აქტივობებს, ლოიალობის პროგრამებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და კამპანიებს აერთიანებს
"თეგეტასა" და "გალფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორ ბრენდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა ახალ, სტრუქტურირებულ ფორმატში გაგრძელდება და მომხმარებელს ერთიან საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს.
ხელმოწერის ღონისძიება "თეგეტა მოტორსის" მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და "გალფის" გენერალურმა დირექტორმა.
ეკატერინე ქავთარაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "თეგეტასთვის ეს პარტნიორობა, პირველ რიგში, ნიშნავს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სრულყოფილი საავტომობილო ეკოსისტემის შექმნას — ისეთის, სადაც მომხმარებლის გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტომობილის შეძენით, სერვისით ან კონკრეტული პროდუქტით. ამასთანავე, ეს პარტნიორობა "თეგეტასთვისაც" მნიშვნელოვანია — ამ გზით ჩვენი ბრენდი მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს მიდის, რაც გვეხმარება ლოიალობისა და ხანგრძლივი ურთიერთობის გაძლიერებაში.
"თეგეტასა" და "გალფის" პარტნიორობის ფარგლებში პირველი შეთავაზებები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორაციულ არხში. ბიზნესებმა, რომლებიც "თეგეტასთან" თანამშრომლობენ, უკვე იციან, რომ Bridgestone-ის სატვირთო საბურავების შეძენისას "გალფის" დიზელის საწვავს საჩუქრად მიიღებენ. უკვე მოქმედებს "ვოლვო 365-იც", რაც ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის "გალფის" საწვავით დასაჩუქრებას გულისხმობს. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ არაერთ სიახლეს ვამზადებთ, მათ შორის "თეგეტას" ციფრულ არხებში.
დღეს მომხმარებელი ბრენდებს აღარ უყურებს მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის ჭრილში - მას სჭირდება კომფორტი, მრავალფეროვანი არჩევანი, დროის დაზოგვა, ხარისხიანი მომსახურება, დამატებითი სარგებელი და უკეთესი გამოცდილება ავტომობილით გადაადგილების მთელი ციკლის განმავლობაში".
ფოტო: თეგეტა
პარტნიორის შერჩევისას "თეგეტასთვის" რამდენიმე კრიტერიუმი იყო გადამწყვეტი - მასშტაბი, მომხმარებელთა ბაზა, მომსახურების ხარისხი და ბრენდის რეპუტაცია.
მიხეილ ესიაშვილი, "გალფის" გენერალური დირექტორი: "გალფი" და "თეგეტა" საკუთარ სექტორებში ლიდერი კომპანიები არიან. ჩვენი გამოცდილების, მასშტაბისა და შესაძლებლობების გაერთიანება ორივე ბრენდს კიდევ უფრო გააძლიერებს და მომხმარებლისთვის ახალ ღირებულებას შექმნის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში "გალფი" "თეგეტასთვის" საწვავის მთავარი მიმწოდებელი ხდება, რაც ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის. ჩვენთვის მოძრაობა მხოლოდ გადაადგილებას არ ნიშნავს - ეს ადამიანების, ბიზნესისა და ქვეყნის წინსვლაა. "თეგეტასთან" ერთად, ჩვენი მიზანია ერთიანი საავტომობილო ეკოსისტემის განვითარება, სადაც საწვავი, საავტომობილო სერვისები და მომხმარებლისთვის საჭირო სხვა მომსახურებები ერთმანეთს ავსებს და ყოველდღიურ გადაადგილებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.
ეს გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობაა. სამომავლოდ ერთობლივი შეთავაზებების, ლოიალობის პროგრამებისა და ახალი სერვისების განვითარებაზე ვიმუშავებთ, რათა მეტი სარგებელი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა შექმნის ენერგიას, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება".
"თეგეტასა" და "გალფს" შორის შეთანხმება ერთი წლის ვადით გაფორმდა. გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს სურთ, თანამშრომლობა მდგრად პარტნიორულ ეკოსისტემად ჩამოყალიბდეს, სადაც ორი ძლიერი ბრენდის შესაძლებლობების გაერთიანებით მომხმარებელი დამატებით ბენეფიტებს მიიღებს.
"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 28 სერვისცენტრი აქვს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია. საქართველოში. "თეგეტა ჰოლდინგი", 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები