ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა Flydubai-ს რეისის ექვს მგზავრს გმირობისთვის ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო სიმამაცის ჯილდო გადასცა, მათ შორის ქართველ ექიმი შოთა მუსაევია.
ჯილდო თვითმფრინავის გამტაცებელი პილოტის განეიტრალებისთვის ასევე გადაეცათ ტალი მანესს, ზვიკა მანესს, იანივ ჰაიუნს, ასაფ რაჯუანსა და ორ პარდილოვს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ჰერცოგმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ჯილდოზე ისრაელის ოთხ მოქალაქეს წარადგენდა: იანივ ჰაიუნს, დოქტორ შოთა მუსაევს, ზვიკა მანესსა და ასაფ რაჯუანს. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სიას ზვიკას მეუღლეს, ტალი მანესსაც დაამატებდა.
"იმ მომენტში, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თქვენ იმოქმედეთ ყოყმანის გარეშე, სიმამაცით, საზრიანობითა და საოცარი ურთიერთპასუხისმგებლობით.
თქვენ თავი გაწირეთ სხვების გადასარჩენად და დიდი კატასტროფა აირიდეთ თავიდან. მთელმა მსოფლიომ დაინახა ისრაელის საზოგადოების მშვენიერი და მამაცი სახე. ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ისრაელის სახელმწიფოს სახელით," — განუცხადა მათ ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, დუბაი-თელ-ავივის Flydubai-ის FZ1073 რეისზე ერთ-ერთმა პილოტმა კაპიტანს დანით მიაყენა ჭრილობები, რის შემდეგაც თვითმფრინავმა სწრაფად დაკარგა სიმაღლე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი მართვა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. დაჭრილმა კაპიტანმა კაბინის კარი გახსნა, რის შემდეგაც რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი კაბინაში შევიდა და თავდამსხმელი გაანეიტრალა. ბორტზე მყოფმა ექიმმა, შოთა მუსაევმა, მძიმედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. თვითმფრინავმა საბოლოოდ საგანგებო დაშვება საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში განახორციელა და ბორტზე მყოფი 174 ადამიანი უსაფრთხოდ გადმოვიდა.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები