აჭარის ტელევიზიის ბორდის 2 წევრი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მოითხოვს. საბჭო ხუთი წევრისგან შედგება და დირექტორის გადასაყენებლად ხმათა უმრავლესობაა საჭირო. ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ უნდობლობის გამოცხადების შესახებ განცხადება 10 აპრილს მიიღო და კაპანაძეს 11 აპრილს აცნობა. იმედაიშვილი განმარტავს, რომ მისი უფლებამოსილებაა 10 დღის განმავლობაში ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, 12 აპრილს საბჭო შეიკრიბება და იმ პრეტენზიებს განიხილავს, რომელიც დარმცელიძისა და ჩხარტიშვილის განცხადებაშია ასახული.
იმედაიშვილის თქმით, თავს ვერ მისცემს უფლებას დააკონკრეტოს ის საკითხები, რომელიც დოკუმენტშია ასახული, თუმცა რამდენიმე მათგანი მან მაინც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, საბჭოს წევრები საუბრობენ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისივე თქმით, დოკუმენტს კარგად არ იცნობს და პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.
"დოკუმენტი უნდა წავიკითხო, დეტალურად უნდა გავეცნო და მერე რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რომ მოვუსმინო ჩვენს დირექტორს. იმას ექნება, რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრებები, თავისი არგუმენტები და ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა იმედაიშვილმა.
იმედაიშვილის პრეტენზიები კაპანაძესთან
კითხვაზე, არსებობდა თუ არა კაპანაძის დირექტორობის დროს პრობლემები, რომელზეც შუეძლია საუბარი დოკუმენტის გაცნობის გარეშე, ის იმავე საკითხებს ასახელებს, რაც იმპიჩმენტის განცხადებაშია ასახული.
"იყო ძალიან ბევრი საინტერესო საკითხები, რომლის გადაწყვეტაშიც ნათია კაპანაძის ძალიან დიდი როლია. მაგალითად, მოახერხა რამდენიმე ახალი გადაცემის დამატება, მათ შორის იყო ის, რომ რადიო თავისუფლების პროექტი შემოვიდა აჭარის ტელევიზიაში. თუმცა, იყო რიგი საკითხები, რომელიც ჩვენს გულისტკივილს იმსახურებდა და რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებოდით", — აცხადებს იმედაიშვილი.
მისი თქმით, პრეტენზიები აქვს პრიორიტეტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრჯერ უსაუბრიათ კაპანაძესთან. მისივე თქმით, ტელევიზიაში მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემას ადასტურებს.
იმედაიშვილი თვლის, რომ ტელევიზიაში არ არის საბავშვო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები.
"დირექტორი ამბობს, რომ ამ მხრივ პრიორიტეტი სრულდება და ტელევიზიაში გადის საბავშვო გადაცემა, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ეს არ არის ის, რაც არის მოთხოვნილი. ჩვენ ვითხოვთ აბსოლუტურად განსხვავებულ საბავშვო გადაცემას, რომლის შინაარსი ტოლერანტობასა და ოჯახთან ურთიერთობაზე იქნება", — განმარტავს ის.
მისი თქმით, პრიორიტეტებში გაწერილია ისიც, რომ მაუწყებელს ჰქონდეს თავისი წარმოების დოკუმენტური ფილმები. მისივე თქმით, ტელევიზიაში იყვნენ დოკუმენტალისტები, რომლებთანაც კაპანაძემ ხელშეკრულება შეწყვიტა. იმედაიშვილი ამბობს, რომ კაპანაძე გეგმავდა დოკუმენტური ფილმების სტუდიას გააკეთებას, თუმცა ხელშეკრულება 2017 წელს გაწყდა და იმის შემდეგ ტელევიზიას დოკუმენტური ფილმები არ უწარმოებია.
ერთ-ერთ პრობლემად ის ასახელებს ხელფასების საკითხსაც. თუმცა ამბობს, რომ ეს არის შიდა საკითხები, რომელზეც საჯაროდ არ ილაპარაკებს, რადგან სამუშაო პროცესშია.
On.ge ცდილობს ბორდის სხვა წევრებთან და ნათია კაპანაძესთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო
აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო 5 წევრისგან შედგება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. იმპიჩმენტის მოთხოვნის წარდგენას ხმათა 1/3-ის ანუ საბჭოს ორი წევრის განცხადება სჭირდება. იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად კი ხმათა უმრავლესობა, ანუ 3 ხმა არის საჭირო.
კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.
ამ ეტაპზე [12 აპრილი 00:50] მაუწყებლის ვებგვერდზე ტელევიზიაში მიმდინარე პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
განახლება: 12 აპრილს ღამის 01:19-ზე აჭარის ტელევიზიამ მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები