უზენაესი საბჭოს დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტის მიღებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
უზენაესი საბჭოს სამი დეპუტატი, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს, ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილ მიღებას არ დაესწრებიან. პროტესტის მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია.
უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ, თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილი ამართლებდა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობას და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში კრემლის რიტორიკას იმეორებდა.
უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები სიმბოლურად მივიდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საფლავზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, პროტესტი, თუ რატომ არ მიდიან მიღებაზე.
ნემო ბურჭულაძის თქმით, მსოფლიო გვეუბნება რომ 2008 წლის ომში მართლები ვართ და საქართველოს პრეზიდენტი თავის ქვეყანას აზარალებს.
"მე არ ვიცი რომ მივიდე, რატომ მივიდე, მომილოცავს დამოუკიდებლობის დღეს თუ მომისამძიმრებს", — აცხადებს დეპუტატი.
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე კი ქართული ოცნების ხელისუფლების ზვიად გამსახურდიას გზისკენ „შემობრუნებას“ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.
"მიუღებელია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დღესაც და 1990-1991 წლებშიც. ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოს ებრძვის და ებრძოდა კიდეც, როცა ქართული სახელმწიფო იბადებოდა", — განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ზურაბ ძოწენაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში არ მოუხდია.
"მე ვთვლი, რომ არ იქნება სწორი მისვლა, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ და ასეთ მიღებაზე უნდა წავსულიყავით. ეს მომგებიანი თემაა და ყველა ხელისუფლებას დასჭირდება, რომ მომავალში ამ თემით მოსახლეობის განწყობა მიიმხრონ და ქულები აიღონ", — განაცხადა მან.
9 აპრილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში, რომელი ახლა უკვე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა, მიღებას მართავს. მან მიღებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერები მიიწვია. ღონისძიება 17:00 საათზეა დაგეგმილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები