დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ქედთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 12:27 საათზე დაფიქსირდა.