ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებიდან ერთ-ერთმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, თამარ ლალიაშვილმა, სტრასბურგში სასამართლო დავა მოიგო. საქმე ეხება 2006 წელს უზენაესი სასამართლოდან განთავისუფლებულ ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების შემთხვევას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილბით თამარ ლალიაშვილს საქართველომ სანქციის სახით 10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
"ლევან მურუსიძე იყო ერთ-ერთი ავტორი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა... ხაზს გავუსვამ, რომ ლევან მურუსიძე სწორედ ჩვენს გამო დანიშნეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა და შედიოდა სადისციპლინო პალატაში. პარლამენტმა მისცა ხმა მურუსიძის კანდიდატურას და მისი დანიშნულება სწორედ ჩვენი გათავისუფლება იყო. შემდეგ უკვე გაგრძელდა გადაწყვეტილებები, როგორიც იყო მოლაშვილის საქმე და ა.შ. ლევან მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგია ის უზარმაზარი სანქციები, რომელიც ჯერ კიდევ ეკისრება სახელმწიფოს. ძალიან ბევრი საქმეებია, რომლის ავტორიც არის ლევან მურუსიძე", — აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.
თამარ ლალიაშვილის თქმით ევროპული სასამართლოს შემდეგ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოსამართლეობიდან გათავისუფლების შესახებ მაშინდელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ის დავას ხელფასის განაცდურის, პენსიისა და მორალური ზიანის კომპენსაციისთვის გააგრძელებს.
ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე
მეამბოხე მოსამართლეების სახელით ცნობილი საქმე იმ პერიოდს უკავშირდება, როცა მურუსიძე უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღიად დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლების გადახალისების სურვილი. მათ მოსამართლეებს სოციალური გარანტიების შეთავაზებით თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა პოსტი ნებაყოფლობით არ დატოვა. მათ მიმართ წინასწარ გაცხადებული "დისციპლინური ომი" დაიწყო.
2005 წლის ზაფხულში იუსტიციის საბჭოში დისციპლინური დევნა დაიწყეს 15-ზე მეტი მოსამართლის წინააღმდეგ, მათ შორის იყვნენ: ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი. სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლეების ნაწილი გაამართლა, ნაწილს შენიშვნა და საყვედური მისცა. კანონის თავისებური ინტერპრეტაციის ბრალდებით ე.წ. მეამბოხე ოთხეული ყველაზე მკაცრი სასჯელით, მოსამართლეობიდან გათავისუფლებით დასაჯეს.
უზენაესი სასამართლოს პალატის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: მოსამართლეების დასჯას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილეებმა, მიხეილ გოგიაშვილმა და ლევან მურუსიძემ დაუჭირეს მხარი. პალატის მესამე წევრი, თეიმურაზ თორდია მოსამართლეების გამართლებას ითხოვდა. გადამწყვეტი მურუსიძის ხმა აღმოჩნდა. მან მოსამართლეების სასჯელი ძალაში დატოვა.
ვენეციის კომისია ამ გადაწყვეტილებაზე წერდა, რომ "პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოსამართლეების გათავისუფლება დაუშვებელი იყო".
ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა და ხელმძღვანელობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მან თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. გვენეტაძის თქმით, ის მუქარის მსხვერპლი იყო.
სწორედ ნინო გვენეტაძის მონაწილეობით გაიმართა იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება, სადაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები