სოლიდარობის ქსელი: ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სცადა აქციის თავისი მიზნებისთვის გამოყენება, ეს არ დავუშვით
სოლიდარობის ქსელი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ "კალაძე ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად თავს არიდებს მშრომელებთან შეხვედრას".
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არა ახალგაზრდების ჯგუფი, არამედ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები არიან.
"შესაბამისად, განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს პირველ რიგში სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად ფაქტობრივად სწირავენ სიცოცხლეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სოლიდარობის ქსელის პოზიციით, აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ "ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება".
"თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებ", ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინ ჭავჭავაძის #5-ში დაღუპული ორი მუშის სოლიდარობის აქციას "პოლიტიკური შემადგენელი ჰქონდა".
გუშინ, პირველ აპრილს სოლიდარობის ქსელის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს კანცელარიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ჭავჭავაძის #5-ისკენ გაემართნენ. დემონსტრანტების ოდენობის გამო გზის სავალი ნაწილიც გადაიკეტა.
აქციაზე პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 6 პირი დააკავეს, ექვსივე გუშინ, გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი.
აქციის მონაწილეებმა პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო ფორმატში შეხვედრის მზაობა გამოხატა, თუმცა დემონსტრანტები არ დათანხმდნენ. აქცია კახა კალაძის სახლთან დასრულდა და შემდგომი აქტივობების განხორციელების მიზნით მოძრაობის შექმნა დაანონსდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები