საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, დღეს, 27 მარტს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს თვეებში გაიხსნება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხი განიხილეს. კობახიძის თქმით, სერბეთის პრეზიდენტმა გასცა დავალება, რომ დაიწყოს მუშაობა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ:

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი".