ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი "სილიკონ ველი" თბილისში
ფოტო: ტექნოპარკი
"მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია" — საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ.
მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება.
"ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია”, — ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით "სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი". დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე კომპანიამ, მათ შორის: VREX, Spark • სპარკი, Edison, Shelf Network, Pulsar AI, Smarter.ge, ინოვაციური განათლების ფონდი, Techub, BogFintech, TTM, impacthub, Copter tech, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი და ა.შ.
TechTalks-ის ფარგლებში კი განხილული იყო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი. მათ შორის, საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობას, შენობა ნაგებობების ავტომატიზირებას და ჭკვიან ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში.
"ვგეგმავთ ფესტივალი იყოს ყოველწლიური. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ პანელურ დისკუსიებს მივცეთ სისტემური ხასიათი - ეს იქნება სამუშაო შეხვედრები, რომელიც ჩვენს კურიკულუმზეც იქონიებს გავლენას, რათა უნივერსიტეტში მუდმივად განახლებული სწავლების პროცესი და მეთოდი გვქონდეს დანერგილი. გვაქვს ძალიან სასიხარულო სიახლეც - ისრაელის ტექჰაბის ინიცირებით, სილიკონ ველი თბილისში დაფუძნდება გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც გულისხმობს, ისრაელის ყველაზე მსხვილი ინვესტორების საქართველოში ჩამოსვლას, სტარტაპების დაფინანსებას და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობას. ამისთვის მრავალმილიონიანი ფონდია გამოყოფილი და საუბარია ყველა ტექნოლოგიური მიმართულების ხელშეწყობაზე, განურჩევლად სფეროსი", — ამბობს ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო ისეთი კომპანიები, როგორიცაა — HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS. უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით.
ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები გამოაცხადეს.
"მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ამ ფესტივალის, რაც სტუდენტების მაქსიმალურ დაინტერესებას გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი. სწორედ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში იწყება ის მთავარი სიახლეები, რომელსაც შეუძლია საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე დაამკვიდროს. ასეთი ნებისმიერი სახის ინიციატივას, რომელიც უნივერსიტეტიდან და კერძო სექტორიდან მოდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუდამ დაუჭერს მხარს", — თქვა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები