ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან თავისით გადადგა. ის დღეს, 2019 წლის 19 მარტს პარლამენტმა ვერ გადააყენა.

"ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია. ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული", — თქვა კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კვაჭანტირაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხი ამოწურულია და "კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს".

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას 67 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8, თუმცა კვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კვაჭანტირაძემ ქართული ოცნების პარტია და ფრაქცია 2019 წლის 27 თებერვალს დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების საკითხი.