გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ბრიტანელი ავტორის, კლერ ლესლი ჰოლის რომანმა — გახლეჩილი მიწა გამოცემისთანავე დიდი ყურადღება დაიმსახურა. რომანი 2025 წელს მკითხველთა რჩეული წიგნების სხვადასხვა სიაში უმეტესად მოწინავე ადგილს იკავებდა, წიგნი 2026 წელსაც საკმაოდ პოპულარულია. საინტერესოა, როგორ მოახერხა ავტორმა დიდი აუდიტორიის მოპოვება და მკითხველთა გაოცება, სტატიაში სწორედ ამაზე მოგითხრობთ.
თუკი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ, მარტივ, სკანდალურ წიგნს ეძებთ —გახლეჩილი მიწა ზუსტად ასეთია. რომანს აქვს ყველაფერი ის, რაც თანამედროვე მკითხველს ხშირად აღაფრთოვანებს: პატარა დასახლება, ადგილი, სადაც უამრავი ადამიანის ბედი ერთმანეთს აუცილებლად გადაიკვეთება; პირველი სიყვარული, გრძნობები, მათი დაკარგვა და მუდმივი განცდა; თავბრუდამხვევი სასიყვარულო სამკუთხედი; უამრავი საიდუმლო და მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, რომელთა გამოც ადამიანების ცხოვრება ინგრევა.
რომანში მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. წიგნში რამდენიმე სხვადასხვა დროა აღწერილი — ვიხსენებთ წარსულს, ახალგაზრდობის ბედნიერ წლებსა და იქვე ვკითხულობთ ახლანდელ ამბებს, ვეცნობით მთავარი პერსონაჟების ცხოვრების განვითარებას. ავტორის გამორჩეული თხრობის სტილი კიდევ უფრო ჩახლართულს აჩენს ისტორიას და მკითხველიც მოუთმენლად ელის წარსულსა თუ აწმყოში განვითარებული მოვლენების აღწერას.
ბეტი ერთი უბრალო გოგოა, რომელსაც დიდი ოცნებები და მიზნები აქვს, უნდა კარგად ისწავლოს, მწერლობაც სურს, ქალები ის-ის იყო დაუშვეს საუნივერსიტეტო წრეებში და ბეტსაც უნდა მათ რიგებში ყოფნა. გოგონას ოჯახი უბრალოა, მისი მშობლები მასწავლებლები არიან, დები სიყვარულით იზრდებიან პატარა ოჯახში. ბეტის გადაწყვეტილებებს მშობლები უმეტესად მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ.
გაბრიელი სულ სხვა სამყაროდანაა. მდიდარი ბიჭი, თითქმის უსიყვარულო ოჯახში იზრდება, დედისერთაა და მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, მას ევალება სამომავლოდ ოჯახის საუკეთესო სახის შენარჩუნება, ბრწყინვალე კარიერის აწყობა და სანიმუშო მამაკაცობაც.
ფრენკი ფერმერის შვილია, ფერმაში გაზრდილი ბიჭი, მზრუნველი და ჩვილი გულის პატრონი. დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა და პატარაობიდანვე ზრუნავს უმცროს ძმაზე, რომელმაც დედის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადა. მამასთან ერთად მუდამ ფერმაში მომუშავე ბიჭს ოჯახის რჩენა, შენახვა და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა ცხოვრების ჩვეულებრივ წესად ექცა.
მკითხველს მალევე უჩნდება უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხებს რომანი ნელ-ნელა გვაძლევს — რა ხდება მაშინ, როცა პირველი სიყვარულის დავიწყება ვერა და ვერ შეძელი? რამდენად გამართლებულია ან საერთოდ შესაძლებელია, ორი ადამიანი ერთდროულად გიყვარდეს? რას გაიღებ და დათმობ შენი თუ შენი რჩეულის ბედნიერებისთვის? რამდენჯერ შეგიძლია შეცვალო ცხოვრების ტრაექტორია? რამდენი ტკივილის ატანა შეუძლია ადამიანს?
რომანი მარტივად იკითხება, შინაარსი საკმაოდ ჩახლართულია. მკითხველმა ბოლოს მაინც თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება მთავარ გმირებს, მათ საქციელსა და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რომანმა სხვადასხვა ტიპის მკითხველის გული დაიპყრო. რომანი არ არის, ე.წ. კლასიკა, ეს არაა ცხოვრებისეული გაკვეთილების მასწავლებელი წიგნი, ის გვიამბობს რამდენიმე არეული, დაკარგული ადამიანის შესახებ, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლებად აყვნენ ცხოვრების ვნებათაღელვას.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
კომენტარები