თბილისში, ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მძღოლს გაჩერებაზე ნაცნობთან კონფლიქტი მოუვიდა.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.