ადვოკატების თქმით, ზურა მენთეშაშვილს და დენის კულანინს კარცერში სიბინძურეში ამყოფებენ და ბანაობის საშუალებას არ აძლევენ
პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული ზურა მენთეშაშვილი და დენის კულანინი ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადაიყვანა. ადვოკატების ინფორმაციით, პატიმრები ანტისანიტარიულ გარემოში იმყოფებიან, სადაც ჰიგიენის ნორმებს ვერ იცავენ.
მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის კარცერში გადაყვანის მიზეზი, მაგრამ ეჭვობს, რომ ეს შიმშილობის გამო მოხდა. მენთეშაშვილი 2025 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.
"ზურა მენთეშაშვილი გადაყვანილია კარცერში, სადაც არაადამიანურ პირობებში იმყოფება. როგორც თვითონ განმარტა, არ აქვს პირსახოცი, არ აქვს ხელსაბანი საშუალებები, არ აქვს კბილის ჯაგრისი და ამასთანავე, საკანში არის ძალიან სიბინძურე, ვინაიდან არ აქვთ საშუალება, რომ საკანი დაასუფთაონ, ამის საშუალებას არ აძლევენ. ასევე, როგორც ამბობს, საკანში არის ტარაკნები, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ის არ იქნა გადაყვანილი სხვა საკანში. როგორც თვითონ განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ მას რამდენჯერმე მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა და მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, შიმშილობა არ შეწყვიტა," — განაცხადა ადვოკატმა "ფორმულასთან" საუბრისას.
დენის კულანინის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს.
6 მარტით დათარიღებულ წერილში, დენის კულანინი წერს, რომ მას და ზურა მენთეშაშვილს ტელეფონის გამოყენება და ბანაობას აუკრძალეს და არც სარეცხის გარეცხვის უფლებას აძლევენ. პატიმრები საკანში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ.
"3.03.26 მე და ზურაბ მენთეშაშვილი გადაგვიყვანეს ჩვენი საკნიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კარანტინში. უკვე სამი დღეა ვიმყოფებით კარანტინში (6.03) და გამოვაცხადეთ შიმშილობა მოთხოვნით, რომ ჩვენთან მოიყვანონ სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რათა თავი დავიცვათ ციხის ადმინისტრაციის მოქმედებებისგან. უკვე სამი დღეა, ვითხოვთ აგვიხსნან ჩვენი კარანტინში ყოფნის მიზეზი.
ამ მომენტში გვამყოფებენ ტარაკნებს შორის, სრული ანტისანიტარიის პირობებში, ჭუჭყიანი ჭურჭლით. ოთახში სიგარეტის კვამლია და ვენტილაცია არ მუშაობს.
არ გვაძლევენ ჩვენს პირად ნივთებს, არ გვაძლევენ რვეულს და კალამს, ჩამოგვართვეს სასამართლოებისთვის საჭირო პირადი დოკუმენტები და პირადი წერილები.
ასევე გვიკრძალავენ რაიმეს ყიდვას ლარიოკში: სარეცხი საშუალებების, რვეულის ან კალმის.
გვძინავს ჭუჭყიან მატრასებზე და ბალიშებზე, თეთრეული არ გაიცემა. აგვიკრძალეს ტელეფონის გამოყენება, დილის გასეირნება და ბანაობა. ჭუჭყიანი ტანსაცმელი უკვე ერთი თვეა გასარეცხად არ გააქვთ. თავადაც არ გვაქვს არც ადგილი და არც საშუალება მათ გასარეცხად. არ გვაძლევენ წვდომას სოციალურ მუშაკთან.
3.03-დან მე და ზურაბმა დავიწყეთ წყლის შიმშილობა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ არ მოიყვანა სოციალური მუშაკი ამის დასაფიქსირებლად და ამგვარად ცდილობს დაგვტოვოს ექიმების ზედამხედველობის გარეშე.
მე და ზურაბი სრულიად იზოლირებული ვართ ადვოკატებისა და საზოგადოებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ დაკავშირებას. არ ვიცით ეს წერილი რამდენად მალე მოაღწევს თქვენამდე, შესაძლოა იმ დროისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს, მაგრამ ჩვენ გავძლებთ!," — წერს კულანინი. (წყარო პუბლიკა)
დენის კულანინი პროევროპულ აქციაზე დააკავეს, მას პოლიციელის მანქანის მინის ჩამსხვრევა ედება ბრალად, რისთვისაც 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
კომენტარები